• ქარ
  • ENG
  • მთავარი
  • მონასტრის შესახებ
    • ისტორია
    • სიწმინდეები
    • წეს-განგება
    • მეტოქიონი
    • ფოტო გალერეა
  • საგანძური
  • საქმიანობა
    • მეურნეობა და პროდუქცია
    • ხელსაქმე
    • საგალობლები
  • პროექტები
  • კონტაქტი
website.website_title
logo
website.website_title
test
  • მთავარი
  • საგანძური

საგანძური

ახა­ლი შუ­ამ­თის მო­ნას­ტ­რის მდი­და­რი სა­გან­ძუ­რი, საუკუნეების მან­ძილ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ფე-მთა­ვარ­თა მი­ერ  გა­ღე­ბულ შე­წი­რუ­ლო­ბებს აერ­თი­ა­ნებ­და.

ჟურ­ნალ „ მწყემ­სის" 1885 წ. N6 ნომერში მღვდელ მ. ხე­ლა­შვილის მი­ერ მო­ცე­მუ­ლია ვრცე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შუ­ა­მ­თის მო­ნას­ტ­რის სა­გან­ძუ­რი­სა. იგი წერს: „გან­ძ­თა­გან იპო­ვე­ბი­ან შემ­დეგ­ნი:

1. ხომ­ლი ვეცხ­ლი­სა, წო­ნით 953 მის­ხა­ლი; წმ. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით: ვერ­ცხ­ლის ხომ­ლი შე­წი­რუ­ლია 1763 წელს მხედ­რუ­ლი წარ­წე­რით: ქ: ჩვენ: მე­ფემ: ირაკ­ლიმ: გა­ვა­კე­თე­ბი­ნეთ: შუ­ამ­თის: ხა­ხუ­ლი­სა: მღვთის­მ­შობ­ლი­სათ­ვის: თა­ვი­სის მა­მუ­ლის: შე­მო­სავ­ლი­დამ: ხომ­ლი: ესე: მის­ხა­ლი: ცხრა­ას: ორ­მოც­და: ცა­მე­ტი: ქ˜კს: უნა"; (ხომლი-ქორკანდელი)

2. კან­დე­ლი ვეცხ­ლი­სა, წო­ნით ას-რვა მის­ხალ-ნა­ხე­ვა­რი;

3. კან­დე­ლი ვეცხ­ლი­სა, წო­ნით ასი მის­ხა­ლი;

4. კან­დე­ლი ვეცხ­ლი­სა, წო­ნით ოთხ­მოც­და თექ­ვ­ს­მე­ტი მის­ხა­ლი;

5. კან­დე­ლი ვეცხ­ლი­სა, წო­ნით ოთხ­მოც­და თხუთ­მე­ტი მის­ხა­ლი;

6. კან­დე­ლი ვეცხ­ლი­სა, წო­ნით ასი მის­ხა­ლი;

7. კან­დე­ლი ვეცხ­ლი­სა, წო­ნით ას-ხუ­თი მის­ხა­ლი;

8. კან­დე­ლი ვეცხ­ლი­სა, წო­ნით ასი მის­ხა­ლი; ამათ ყვე­ლას აქვს ეს­რე­დი წარ­წე­რა: ქ. ჩვენ მე­ფე ირაკ­ლიმ გა­ვა­კე­თე­ბი­ნეთ შუ­ამ­თის ხა­ხუ­ლის ღვთის­მ­შობ­ლი­სათ­ვის თა­ვის მა­მუ­ლის შე­მო­სავ­ლი­დამ, ქო­რო­ნი­კონს უმვ; (`ოთხი ხომ­ლი ვე­ცხ­ლი­სა ყვე­ლა ერ­თ­გვა­­რი მხედ­რუ­ლის წარ­წე­რებით: ქ: ჩვენ: მე­ფემ: კა­ხე­თი­სამ: ირაკ­ლემ: გა­ვა­კე­თე­ბი­ნე: კან­დე­ლი ესე: ხა­ხუ­ლი­სა: მღთის: მშობ­ლი­სა: მის­ხა­ლი: ჟთ: ქკ˜ს უმვ. (1758). მე­ო­რე­ზე მის­ხა­ლი ნაჩ­ვე­ნე­ბია „ჟვ", მე­სა­მე­ზე „რ" და მე­ოთხე­ზე „რ".

9. სა­ზე­თე კან­დე­ლი ჯაჭ­ვე­ბით, წო­ნით ორ­მოც­და ექ­ვ­სი მის­ხა­ლი, არის შე­მო­წი­რუ­ლი მე­ფის ძის ფარ­ნა­ო­ზი­სა­გან;

10. ვეცხ­ლის კან­დე­ლი, წო­ნით ოც­და ცა­მე­ტი მის­ხა­ლი;

11. ვეცხ­ლის კან­დე­ლი, წო­ნით სა­მი გირ­ვან­ქა და ორ­მოც­და რვა მის­ხა­ლი, შე­მო­წი­რუ­ლი მინ­გ­რე­ლი­ის მთავ­რი­სა­გან 1848 წელ­ში;

12. სა­ზე­თე კან­დე­ლი ვეცხ­ლი­სა, წო­ნით სა­მოც­და შვი­დი მის­ხა­ლი, შე­მო­წი­რუ­ლია 1837 წ.;

13. სა­ზე­თე კან­დე­ლი ვეცხ­ლი­სა, წო­ნით ოც­და თექ­ვ­ს­მე­ტი მის­ხა­ლი, შე­მო­წი­რუ­ლია 1829 წ. ქე­თე­ვა­ნი­სა­გან;

14. ვეცხ­ლის ჯვა­რი ტრა­პე­ზი­სა მო­ოქ­რო­ვი­ლი, წო­ნით ორ-გირ­ვან­ქა ნა­ხე­ვა­რი. აწე­რია: ღმერ­თო, მო­იხ­სე­ნიე შე­მომ­წირ­ვე­ლი არ­ხი­ე­პის­კო­პო­სი იოანე რუს­თ­ვე­ლი, წელ­სა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბიდ­გან ქრის­ტე­სა 1784 (თ. ჟორ­და­ნი­ას მი­ხედ­ვით: „მ. ბრო­სეს თა­ვი­სი პირ­ვე­ლი „Rap­port"-ის 58-ე გვერ­დ­ზე მოხ­სე­ნე­ბუ­ლი აქვს შუ­ა-მ­თის მო­ნას­ტ­რის ოქ­როს და ვერ­ცხ­ლის ჯვა­რი, რო­მელ­ზე­დაც მას ამო­უ­კითხავს: Sur une cro­ix d’or et d’argent:  ღმერ­თო, შე­იწყა­ლე ამი­სი გამ­კე­თე­ბე­ლი არ­ხი­ე­პის­კო­პო­ზი რუს­თ­ვე­ლი იოვა­ნე. ქრის­ტეს აქეთ, ჩღპდ"). (1784);

15. ჯვა­რი ტრა­პე­ზი­სა, წო­ნით ერ­თი გირ­ვან­ქა და თექ­ვ­ს­მე­ტი მის­ხა­ლი;

16. ჯვა­რი ვეცხ­ლი­სა სა­ხე­ლუ­რით;

17. ბარ­ძი­მი, ფეშ­ხუ­მი, კა­მა­რა და კოვ­ზი ვეცხ­ლი­სა­ნი, მო­ოქ­რო­ვილ­ნი, წო­ნით სა­მას ორ­მოც­და ერ­თი მის­ხა­ლი, შე­მო­წი­რულ არი­ან მე­ფის ძის ბაგ­რა­ტი­სა­გან;

18. ბარ­ძი­მი, ფეშ­ხუ­მი, კა­მა­რა და კოვ­ზი მო­ოქ­რო­ვი­ლის ვეცხ­ლი­სა­ნი, შე­მო­წი­რულ­ნი არი­ან არ­ხი­მან­დ­რი­ტის ქრის­ტე­ფო­რე­სა­გან, წო­ნით 340 მის­ხა­ლი;

19. ბარ­ძი­მი, ფეშ­ხუ­მი, კა­მა­რა და კოვ­ზი ვეცხ­ლი­სა­ნი, წო­ნით ორას სა­მოც­და თერ­თ­მე­ტი მის­ხა­ლი, შე­მო­წი­რულ არი­ან მე­ფის ირაკ­ლის მე­ო­რი­სა­გან (1758 წელს შე­წი­რუ­ლი სამ­კა­უ­ლი-ბარ­ძი­მი (წარ­წე­რით: ქ: შე­წევ­ნი­თა: მღთი­სა­თა: ჩვენ: მე­ფემ: ირაკ­ლიმ: შევ­წი­რეთ: წმი­და: ბარ­ძი­მი: ესე: ხა­ხუ­ლი­სა მღთის მშო­ბელს მის­ხა­ლი როდ. ქკ˜ს: უმვ. (1758); ვერ­ცხ­ლის ფეშ­ხუ­მი (წარ­წე­რით: ქ. შე­წევ­ნი­თა: მღთი­სა­თა: ჩვენ: მე­ფემ: ირაკ­ლემ: შევ­წი­რეთ: წმინ­და: ფეშ­ხუ­მი: ესე: ხა­ხუ­ლი­სა: მღთის: მშო­ბელს: მის­ხა­ლი: ოთ. ქკ˜ს. უმვ. 1758);

20. გან­სა­ზა­ვე­ბე­ლი ვეცხ­ლი­სა, მო­ოქ­რო­ვი­ლი, წო­ნით თვრა­მე­ტი მის­ხა­ლი;

21. გან­სა­ზა­ვე­ბე­ლი ვეცხ­ლი­სა, წო­ნით თორ­მე­ტი მის­ხა­ლი;

22. სა­სე­ფის­კ­ვ­რე თეფ­ში ვეცხ­ლი­სა, წო­ნით 138 მის­ხა­ლი, შე­მო­წი­რუ­ლია კნი­აჟ­ნა სი­დო­ნია აბა­ში­ძი­სა­გან;

23. სა­ნა­წი­ლე ტრა­პე­ზი­სა, მო­ოქ­რო­ვი­ლი, წო­ნით ოთხ­მოც­და თხუთ­მე­ტი მის­ხა­ლი. აწე­რია: შე­მოვ­ს­წი­რე ნი­ნა გრი­ბო­ე­დო­ვი­სა­მ 1837;

24. ვეცხ­ლის სა­ცეცხ­ლუ­რი წო­ნით ას სა­მოც­და ორი მის­ხა­ლი, შე­მო­წი­რუ­ლი სა­ზო­გა­დო მოძღ­ვ­რის ნი­კო­ლო­ო­ზი­სა­გან, ქო­რო­ნი­კონს უნვ;

25. ვეცხ­ლის სა­ცეცხ­ლუ­რი, წო­ნით ერ­თი გირ­ვან­ქა, შე­მო­წი­რუ­ლია არ­ხი­მან­დ­რი­ტის პაფ­ნუ­ტი­სა­გან (მხედ­რუ­ლი წარ­წე­რით: მდა­ბა­ლი არ­ხი­მან­დ­რი­ტი კარ­და­ნეხს წ˜ის სა­ბი­სა პ[ა]ფნო­ტი­ოს);

26. ვეცხ­ლის სი­ნი, წო­ნით გირ­ვან­ქა ნა­ხე­ვა­რი. აწე­რია: მინ­გ­რე­ლის მთავ­რი­ნა ეკა­ტე­რი­ნემ შე­მოვ­ს­წი­რე მო­სახ­სე­ნებ­ლად მა­მის ჩე­მის თა­ვა­დის ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის და დე­დი­სა ჩე­მის სა­ლო­მე­სი 1848 წ.;

27. ვეცხ­ლის სუ­რა, წო­ნით 44 მის­ხა­ლი. აწე­რია: შუ­ამ­თის არ­ხი­მან­დ­რიტ­მან და მო­ად­გი­ლემ თე­ლა­ვის არ­ხი­ე­პის­კო­პო­სი­სა ეპი­ფა­ნემ გა­ვა­კე­თე­ბი­ნე შუ­ამ­თის მო­ნას­ტ­რის­თ­ვის პირ­ველს ჩემს მოს­ვ­ლა­ში;

28. ამ­გ­ვა­რი­ვე სუ­რა იმა­ვე წარ­წე­რით;

29. სუ­რა ვეცხ­ლი­სა, წო­ნით 54 მის­ხა­ლი. აწე­რია: შევ­ს­წი­რე მხე­ვალ­მან ბარ­ბა­რემ მო­სახ­სე­ნებ­ლად ჩე­მის მე­უღ­ლის სულ­ხან ვახ­ვა­ხო­ვი­სა. მო­იხ­სე­ნე;

30. ვეცხ­ლის ბა­დია, წო­ნით ოც­და თორ­მე­ტი მის­ხა­ლი; (ბადია-თასი)

31. ამ­გ­ვა­რი­ვე ბა­დია, წო­ნით ოც­და შვი­დი მის­ხა­ლი;

32. ამ­გ­ვა­რი­ვე ბა­დია, წო­ნით ოც­და შვი­დი მის­ხა­ლი;

33. ამ­გ­ვა­რი­ვე ბა­დია, წო­ნით თოთხ­მე­ტი მის­ხა­ლი;

34. ვეცხ­ლის აზარ­ფე­შა, წო­ნით სა­მო­ცი მის­ხა­ლი;

35. ვეცხ­ლის კოვ­ზი, წო­ნით თხუთ­მე­ტი მის­ხა­ლი;

36. ვეცხ­ლის სტა­ქა­ნი, წო­ნით თორ­მე­ტი მის­ხა­ლი. არის კვა­ლად რამ­დე­ნი­მე ოქ­როს ბე­ჭე­დი, სა­ყუ­რე­ე­ბი, ღი­ლე­ბი და ქინ­ძის­თა­ვი".

იოანე რუს­თ­ვე­ლმა ეპის­კო­პო­სმა (ქო­ბუ­ლაშ­ვი­ლმა) ხა­ხუ­ლის ღვთის­მ­შო­ბელს შეს­წი­რა ვერ­ცხ­ლის კან­დე­ლი და შან­და­ლი - გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლია.

შუ­ამ­თის მო­ნას­ტ­რის შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია აგ­რეთ­ვე:

ვერ­ცხ­ლის თა­სი, შე­წი­რუ­ლი სი­დო­ნია აბა­ში­ძის მი­ერ მხედ­რუ­ლი წარ­წე­რით: ქ. დივ­ნის ქა­ლის ქე­თე­ვა­ნის ნიშ­ნი­სა ვარ მის­ხა­ლი რლH შე­მოგ­წი­რე აბა­ში­ძის ქალ­მან სი­დო­ნი­ამ სა­სუ­ლი­ე­როთ მიც­ვა­ლე­ბულ­თა ჩემ­თა;

პა­ტა­რა თეფ­ში წარ­წე­რით: სო­ფიო კ˜უ (კურ­დღე­ლო­ვი­სა);

გან­სა­ზა­ვე­ბე­ლი მხედ­რუ­ლი წარ­წე­რით: შ˜ს. მ˜ს შ˜ე მ˜დ გ ს სო­ფიო კურ­დღე­ლო­ვი­სა.

ნა­ქარ­გი გარ­და­მოხ­ს­ნა, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი 1804 წელს და შე­წი­რუ­ლი მა­რი­ამ მა­ყაშ­ვი­ლის მი­ერ (ასომ­თავ­რუ­ლი წა­რ­­წე­რით: ჩყდ წელ­სა აპ­რი­ლის იგ მა­რი­ამ რე­ვაზ მა­ყა­ე­ვის ასულ­მა ვი­მუ­შა­კე სუ­ლი­სა ჩე­მი­სა სა­ოხ­ად);

ერ­თი წყვი­ლი სა­ბუ­ხა­რი, რო­მელ­ზეც ხა­რე­ბის სცე­ნაა ამო­ქარ­გუ­ლი (1925 წლის 2 ივ­ლისიდან და­ცუ­ლია შ. ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის ნა­ქარ­გო­ბი­სა და ქსო­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში). მას აქვს წარ­წე­რა: „მო­იხ­სე­ნე უფა­ლო ლე­ლა". ლე­ლა ქარ­თ­ლის მე­ფე ლუ­არ­საბ მე­ო­რის და იყო.

წმ. ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, გარ­და ხა­ხუ­ლის ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტისა, რო­­­მე­ლიც მო­ნას­ტ­რის მთა­ვა­რი სიწ­მინ­დეა, ტა­ძარ­ში ყო­ფი­ლა წმინ­და იოანე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის ფერ­­წე­რუ­ლი ხა­ტი, „კარ­გი ნა­მუ­შა­კე­ვი, ფი­ცარ­ზე, 35,5 X 25,5 სან­ტი­მეტ­რი. აწე­რია ასო მთავ­რუ­ლით: „იოანე ნათ­ლის მცე­მ­ლი". სხვა წარ­წე­რა არა აქვს". XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ტა­ძარ­ში ასე­ვე ყო­ფი­ლა დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტი ოქ­რო­ცურ­ვი­ლი ვერ­ცხ­ლის პერან­გით - მა­რი­ამ ავა­ლიშ­ვი­ლის საფ­ლავ­ზე და მაცხოვ­რის ხა­ტი ოქ­რო­ცურ­ვი­ლი ვერ­ცხ­ლით და ძვირ­ფა­სი თვლე­ბით (70 მარ­გა­ლი­ტი, 8 ზურ­მუხ­ტი, 5 იაგუნ­დი, 2 ლა­ლი) - გარ­სე­ვან ჭავ­ჭა­ვა­ძის საფ­ლავ­ზე.

ახა­ლი შუ­ამ­თის მო­ნას­ტერს უმ­დიდ­რე­სი წიგ­ნ­თ­სა­ცა­ვი ჰქონ­და. რამდენიმე ხელნაწერი კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება, რომელთა შორისაც არის:

1. ეტ­რატ­ზე ნა­წე­რი სვი­ნაქ­სა­რი (1535 წ); პლა­ტონ იოსე­ლი­ა­ნის მი­თი­თე­ბით, იგი ძალ­ზე ძვე­ლი ყო­ფი­ლა და გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას მო­ითხოვს. ეს ხელ­ნა­წე­რი მო­ნას­ტ­რის­თ­ვის რუს­თ­ველ მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს იოანეს შე­უ­წი­რავს;

2. დი­დი სჯუ­ლის კა­ნო­ნი. XIII-XIV სს., ნუს­ხუ­რი, სა­თა­უ­რე­ბი და მთავ­რუ­ლი ასო­ე­ბი სინ­გუ­რით; ჩა­მო­ტა­ნი­ლია ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის მი­ერ ჯრუ­ჭის მო­ნას­ტ­რი­დან 1919 წ. მხედ­რუ­ლი მი­ნა­წე­რებით: „შუ­ამ­თის ხა­ხუ­ლი­სა ღ˜თის­მ­შო­ბე­ლო, და­ი­ცევ შე­მომ­წირ­ვე­ლი შე­ნი". „ესე წმი­და და სულ­თა გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი სჯუ­ლის კა­ნო­ნი შუ­ამ­თის ხა­ხუ­ლის ღ˜თის­მ­შობ­ლი­სა არს. ვინ­ცა გა­მო­ა­ხუ­ას წ˜­სა ტა­ძარ­სა მის­სა, დღე­სა მას გან­კითხ­ვი­სა­სა მი­ე­ცეს სა­ტა­ნას გა­მო­უხ­ს­ნე­ლად".

3. წმინ­და იოანე ოქ­რო­პი­რის მა­თეს სა­ხა­რე­ბის თარ­გ­მა­ნე­ბა 2 წიგ­ნად: წიგ­ნი I - გა­და­წე­რი­ლი  XVIII ს.-ში. ექ­ვ­თი­მე ათო­ნე­ლის თარ­გ­მა­ნი, წიგ­ნი II - 1754; ექ­ვ­თი­მე ათო­ნე­ლის თარ­გ­მა­ნი, გა­დამ­წე­რი: სი­ო­ნის დე­კა­ნო­ზი ნი­კო­ლო­ზი; დამ­კ­ვე­თი - ბა­ტო­ნის რძა­ლი ან­ნა, გა­და­წე­რის ად­გი­ლი მოს­კო­ვი. და­წე­რი­ლია ნუს­ხუ­რით, სა­თა­უ­რე­ბი და და­საწყი­სე­ბი სინ­გუ­რით. შე­წი­რუ­ლი რუს­თ­ვე­ლი მთა­ვა­რე­პი­კო­პო­სის იოანეს (ქო­ბუ­ლაშ­ვი­ლი) მი­ერ 1797 წ. 29 ოქ­ტომ­ბერს შე­სა­ბა­მი­სი მხედ­რუ­ლი წარ­წე­რე­ბით. შემ­დე­გი წლე­ბის მი­ნა­წე­რე­ბით ჩანს, რომ წიგ­ნე­ბი ხა­ხუ­ლის ღვთის­მ­შო­ბელს ეკუთ­ვ­ნის.

4. ვა­ლეს ოთხ­თა­ვი. 1514 წელს გა­და­წე­რი­ლი ოთხ­თა­ვი, გა­დამ­წე­რი: ზო­სი­მე ვა­ლე­ლი; ის­ტო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თის მი­ნა­წე­რე­ბი­თურთ.; ერთ-ერ­თი მათ­გა­ნის მი­ხედ­ვით ხელ­ნა­წე­რი სპარ­სე­ლებს წა­რუ­ტაც­ნი­ათ შაჰ-აბა­სის შე­მო­სე­ვის დროს. 1782 წელს  იგი მე­ფე ერეკ­ლემ გა­მო­ის­ყი­და და კვლავ მო­ნას­ტერს და­უბ­რუ­ნა. სხვა მი­ნა­წე­რი გვატყო­ბი­ნებს; „წმი­და­ნო მთა­ვა­რან­გე­ლოზ­ნო, ორ­სა­ვე ში­ნა ცხოვ­რე­ბა­სა და­ი­ცევ პატ­რო­ნი თეკ­ლა, რო­მელ­მან შე­მოგ­წი­რა სა­ხა­რე­ბა ესე შუ­ამ­თას, ეგუ­ტერ­სა ამას, ამინ".

5. გაბ­რი­ელ მცი­რე, სა­მოთხის ყვა­ვი­ლი, 1799 წ., მხედ­რუ­ლად ნა­წე­რი, სა­ზე­დაო ასო­ე­ბი და სა­თა­უ­რე­ბი მთავ­რუ­ლით, სინ­გუ­რით. ბო­ლოს აწე­რია: „ეს სამღ­­რ­თო წე­რი­ლი შე­მოგ­წი­რე შენ, ხა­ხუ­ლი­სა ღვთის­მ­შობ­ლის შუ­ამ­თის მო­ნას­ტ­რის ეკ­ლე­სი­ა­სა, მე, ყოვ­ლად უღირ­ს­მან იერო­დი­ა­კონ­მა ნი­კო­ლო­ზმა, ჩე­მის ხე­ლით წე­რი­ლია სუ­ლი­სა ჩე­მი­სა სა­ო­ხად. წმი­და­ნო მა­მა­ნო, ვი­საც გინ­დო­დესთ, გა­დი­წე­რეთ და ამ წიგნს მო­ნას­ტ­რი­დამ ნუ გას­წი­რავთ, და ვინც წა­ი­კითხოთ, შენ­დო­ბა მიბ­რ­ძა­ნეთ. შემ­წირ­ვე­ლი ბე­რი ნი­კო­ლოზ. ჩე­მი პირ­ვე­ლი ნა­ყო­ფი ხე­ლით წე­რი­ლი ესე არს". მი­ნა­წე­რი: „ეს წიგ­ნი ხა­ხუ­ლის ღთის­მ­შობ­ლის ვარ. ვინც გი[პ]აროს, ეს გ[ა]უწყ­რეს";

6. მაქ­სი­მე აღ­მ­სა­რე­ბე­ლი. სიტყ­ვის­გე­ბა. XVIII. მხედ­რუ­ლი. მი­ნა­წე­რი: „შე­მო­წი­რუ­ლია შუ­ამ­თის ბე­რის არ­ჩი­ლის მი­ერ გ. ბ.".

7. ტი­პი­კო­ნი. 1880 (სა­ვა­რა­უ­დოდ, 399-ის პი­რია). მი­ნა­წე­რი: „ესე წიგ­ნი ტი­პი­კო­ნი არის იერო­დი­ა­კო­ნის იოანე­სი; ესე წიგ­ნი ტი­პი­კო­ნი შევ­ს­წი­რე შუ­ამ­თის მო­ნას­ტ­რის ხა­ხუ­ლის ღუ­თის­მ­შო­ბელ­სა, ჩემს მო­სახ­სე­ნე­ბე­ლად. მა­მა­ნო წმინ­დი­სა ამის სა­ვა­ნი­საო, რო­მელ­მან­ცა იკითხოს ფრთხი­­ლად, იხ­მა­როს და თუ და­ი­ფურ­ც­ლოს, კვა­ლად გა­ნა[ა]ხლონ. წელ­სა ჩყპვ (1886), ნო­ემ­ბ­რის კდ-სა (24)".

8. დოგ­მა­ტი­კუ­რი სწავ­ლა და ქა­და­გე­ბა­ნი. XIX. ნ. მხედ­რუ­ლი; ხუ­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი­დან. „მოკ­ლე აღ­წე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნას­ტერ­თა - უწყი­ან ყო­ველ­თა წმი­და­თა მა­მა­თა წე­რილ­თა და ის­ტო­რი­ა­თა­გან...". შედ­გე­ნი­ლო­ბა: 1. „უდაბ­ნო წმი­დი­სა წი­ნა­მორ­ბე­დი­სა და ნათ­ლის­მ­ცე­მე­ლი­სა იოანე­სი"; 2. „უდაბ­ნო შუ­ამ­თი­სა"; 3. „უდაბ­ნო შიო-მღვი­მე­ლი­სა"; 4. „მო­ნას­ტე­რი ქვა­თა­ხე­ვი­სა"; 5. „ტფი­ლი­სის... ფე­რის­ც­ვა­ლე­ბის მო­ნას­ტე­რი"; 6. „ეკ­ლე­სია ალა­ვერ­დი­სა და წმი­და მო­წა­მე დე­დო­ფა­ლი ქე­თე­ვან".

9. ორი ეკ­ლე­სი­ის ბე­დი­სათ­ვის. 1847 წ. შემ­დეგ. ქარ­თუ­ლი (მხედ­რუ­ლი) და რუ­სუ­ლი ტექ­ს­ტი. დარ­თუ­ლი აქვს შუ­ამ­თის ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტის წარ­წე­რა ლე­ონ მე­ფი­სა და დე­დოფ­ლი­სა თი­ნა­თი­ნი­სა. თ. ჟორ­და­ნი­ას მი­წე­რი­ლია: „ეს არის წარ­წე­რა შუ­ამ­თის ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტი­სა. თ. ჟორ­და­ნია".

მო­ნას­ტ­რის წიგ­ნ­თ­სა­ცავ­ში სი­გელ-გუჯ­რე­ბიც ინა­ხე­ბო­და, რომლებიც ასახავენ ხახულის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ შეწირულობებს.

მე­ფე­თა მი­ერ ახა­ლი შუ­ამ­თის­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი სი­გელ-გუჯ­რე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რადღე­ბოა 1637 წლის მე­ფე თე­ი­მუ­რაზ I მი­ერ (დე­დო­ფალ ხო­რე­შან­თან და ძეს­თან - და­ვით­თან ერ­თად) გა­ცე­მუ­ლი სი­გე­ლი, სა­დაც თე­ი­მუ­რაზ მე­ფეს შუ­ამ­თა­ში მო­სახ­ლე ვაჭ­რე­ბის ბა­ჟი შე­უ­წი­რავს ხა­ხუ­ლის ღვთის­მ­შობ­ლისთვის: „ვი­გუ­ლეთ და ვი­გულ­ს­მოდ­გი­ნეთ და შე­მოგ­წი­რეთ დი­დე­ბულ­სა ტა­ძარ­სა თქუ­ენ­სა ხა­ხუ­ლი­სა ღთის მშო­ბელ­სა, სა­სო­სა და მე­ოხ­სა სუ­ლი­სა ჩუ­ე­ნი­სა­სა და მე­ფო­ბი­სა ჩუ­ე­ნი­სა წარ­მ­მარ­თე­ბელ­სა და ცოდ­ვა­თა ჩუ­ენ­თა შემ­მ­ნ­დო­ბელ­სა და შე­მოგ­წი­რეთ რაც შუა მთას ვა­ჭა­რი და­სახ­ლ­დეს მი­სი ბა­ჟი, სა­ცა ჩუ­ენს სა­ბა­ტო­ნოს შიგ ივაჭ­რონ, ჩუ­ენს სა­ბა­ტო­ნოს შიგ ბა­ზარს ივაჭ­როს თუ გრემს ანუ სხუ­ას ჩუ­ენს ალაგს, არა სა­და ჩუ­ენ­თა მო­საქ­მე­თა და ხო­ჯა­თა და მე­ბა­ჟე­თა არა სა­ბა­ტო­ნო რა სა­თავ­ისო სათხო­ვა­რი არა სთხო­ვონ რა. ას­რე გან­გუ­ი­თა­ვი­სუფ­ლე­ბია და მა­თი ბა­ჟი ხა­ხუ­ლისა ღვთის მშობ­ლი­სათ­ვის შე­გუ­ი­წი­რავს. რა­ცა ივაჭ­რონ და მი­ვი­დენ და მა­თი ბა­ჟი სა­მარ­თ­ლიანით საქ­მით ხატს მი­არ­თუ­მინ­დენ მე­ფო­ბი­სა ჩუე­ნი­სა წარ­სა­მარ­თე­ბე­ლად და ცოდ­ვა­თა ჩუ­ენ­თა შე­სან­დო­ბე­ლად. არა მო­ე­შა­ლოს არა ჩუ­ენ­გან, არა შემ­დ­გო­მად ჩვენ­სა სხუა­თა მე­ფე­თა და დე­დო­ფალ­თა­გან ესე. ას­რე შე­მო­გუ­ი­წი­რავს და და­გუ­იმ­ტ­კი­ცე­ბია. აწ ვინ­ცა და რა­მან­ცა კაც­მან მო­გი­შა­ლოს და ანუ გა­მო­ა­ხუ­ას ტა­ძარ­სა თქუ­ენ­სა ჩუ­ენ­გან სა­სო­ე­ბით მოძღუ­ა­ნე­ბე­ლი ესე, შენ, ყოვ­ლად­ პა­ტი­ო­სა­ნო, ყოვ­ლად წმი­დაო ხა­ხუ­ლისა ღმრთი­სა ­მ­შო­ბე­ლო, მის­გან იძიე შუ­რი ჯუ­ა­რის­მ­ცუ­მელ­თა ძი­სა შე­ნი­სა­თა, შემ­ცაე­დე­ბის ძრწო­ლა კა­ი­ნი­სი, შიშ­თუ­ი­ლი იუდა­სი, კეთ­რი გე­ზი­სი, დან­თ­ქ­მა და­თან და აბი­რო­ნი­სი და ნუ­რა რა­თამ­ცა სი­ნა­ნუ­ლი­თა ნუ იქ­მ­ნე­ბის ხ­ს­ნა სუ­ლი­სა მი­სი­სა". მე­ფე თე­ი­მუ­რაზ­თან ერ­თად სი­გელს ხელს აწე­რენ თა­ნა­მეცხედ­რე ხო­რე­შან დე­დო­ფა­ლი და პირ­მ­შო და­ვი­თი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი არ­ში­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლია მი­ნა­წე­რი: „ჩვენ, ორ­თა­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ქარ­თ­ლი­სა და კა­ხე­თი­სა, მე­ფე, ირაკ­ლი მე­ო­რე. ვამ­ტ­კი­ცებთ სი­გელ­სა ამას. აპ­რი­ლის გ ქკს უია".

შუ­ამ­თის წიგ­ნ­თ­სა­ცავ­ში და­ცუ­ლი ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­უ­ლი იშ­ვი­ა­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ 1888 წელს ჟურ­ნალ „მწყემ­სის" ერთ-ერ­თი ნო­მე­რიც იუწყე­ბო­და. იქ აღ­წე­რი­ლი იყო ეგ­ზარ­ქოს პა­ლა­დის კა­ხეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა. ეგ­ზარ­ქოსს შუ­ამ­თის მო­ნას­ტე­რიც მო­უ­ნა­ხუ­ლე­ბია და მის წიგ­ნ­თ­სა­ცავ­ში მრა­ვალ საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო წიგნს შეხ­ვედ­რია; იქ­ვე უნა­ხავს იმ დრო­ის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ე­რო ხელ­ნა­წე­რი „შე­სა­ვა­ლი პორ­ფი­რი­სა არის­ტო­ტე­ლეს კა­ტე­გო­რი­ა­თა თე­ო­რი­ა­ში". ის IX ს. ბერ­ძ­ნუ­ლი­დან ქარ­თულ ენა­ზე უთარ­გ­მ­ნია „შე­სა­ნიშ­ნავ ად­გი­ლო­ბით მწე­რალს" პეტ­რე კავ­კა­სი­ძეს (პლა­ტონ იოსე­ლი­ა­ნის მი­ხე­დვით - იოანე პეტ­რიწს).

1926 წელს ახალი შუამთის მონასტერი ბოლშევიკურმა მთავრობამ დახურა. მონასტრის მთავარი სიწმინდე, ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი სხვა სიწმინდეებთან ერთად, ასევე სულის საოხად შეწირული  მრავალი საეკლესიო ნივთი და წიგნი გადატანილი იქნა მუზეუმებში. მონასტრის მთავარი სიწმინდე, ხახულის ღვთისმშობლის ხატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზშია დაბრძანებული.  მონასტრის სხვა დანარჩენი საგანძური - ხატები, საეკლესიო ნივთები და წიგნები თბილისისა და თელავის მუზეუმების საცავებში ინახება. ღვთის წმინდა განგებულებამ ინება ეკლესიის საგანძური მებრძოლი ათეიზმის ეპოქაში მუზეუმებში შენახვით გადარჩენილიყო, თუმცა ძალზედ სამწუხაროა, თუკი ისინი საცავებში შენახულ უხმარ ნივთებად დარჩება.


                                                              

 

logo

ხახულის ღვთისმშობლის ახალი შუამთის მონასტერი

  • მთავარი
  • ისტორია
  • კონტაქტი
  • shuamta.convent@gmail.com
  • www.shuamta.ge
ყველა უფლება დაცულია @ 2019
  • შექმნილია იდია დიზაინ ჯგუფში