• ქარ
  • ENG
  • მთავარი
  • მონასტრის შესახებ
    • ისტორია
    • სიწმინდეები
    • წეს-განგება
    • მეტოქიონი
    • ფოტო გალერეა
  • საგანძური
  • საქმიანობა
    • მეურნეობა და პროდუქცია
    • ხელსაქმე
    • საგალობლები
  • პროექტები
  • კონტაქტი
website.website_title
logo
website.website_title
test
  • მთავარი
  • წმინდა იოანე ნათლისცმელის სავანე - ჩაკიდული თხემები

წმინდა იოანე ნათლისცმელის სავანე - ჩაკიდული თხემები

ჩაკიდული თხემების

წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის დაარსება

 

„ეს ად­გი­ლი, ჩვენ­გან იოა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის უდაბ­ნოდ წო­დე­ბუ­ლი, ღვთივ გა­მოგ­ვიჩნდა. დე­და ღვთის­მშობ­ლის მფარ­ვე­ლო­ბი­თა და დიდი წი­­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი­სა და წი­ნა­მორ­ბე­დის შეწევნით გაძ­ლიე­რე­ბუ­ლი, ღვთის გან­გე­ბუ­ლებით დღე­­ვან­დლამ­დე კაც­თა­გან და­ფა­რულ ამ ად­გილ­ზე მო­სუ­ლი, საო­ცა­რი ხილ­ვის მოწ­მე გავ­ხდი. გა­რე­მო ფე­რი­თა და კლდო­ვა­ნით, მცე­ნა­რი­თა და ცხო­ვე­ლით ახალ გა­რეს­ჯად წარ­მო­მიდ­გა. ხო­ლო ქა­რა­ფი­დან ქვე­მოთ, ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით – უფ­ლის კვარ­თის საბ­რძა­ნე­ბე­ლი უძ­ვე­ლე­სი წმინ­და ქა­ლა­ქი მცხე­თა, რო­მელ­საც ერ­თი მხრით, მაღ­ლო­ბი­დან ჯვრის მო­ნას­ტე­რი დაჰყუ­რებს, ხო­ლო მეო­რე მხრით, ბა­გი­ნე­თის მთის ფერ­დობს ზე­მო­დან – კარ­სა­ნის წმინ­და ნი­ნოს ეკ­ლე­სია. ამ წყა­ლო­ბის შემ­დეგ ყო­ველ­თვის ამ ად­გილ­ზე მო­სუ­ლი დიდ­ხანს, საა­თო­ბით ვრჩე­ბო­დი. მა­შინ ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, თუ რო­გორ და რით აშენ­დე­ბო­და ახა­ლი სამ­ყო­ფე­ლი. ად­გი­ლიც საკ­მა­რი­სი იყო სა­ლო­ცა­ვად. მხო­ლოდ უფ­ლის მოწ­ყა­ლე­ბამ შეძ­ლო დღე­ვან­დე­ლი ფე­რის­ცვა­ლე­ბა ამ გა­რე­მო­სი. მო­სახ­­ლე­ო­ბა მას ჩა­კი­დუ­ლი თხე­მი­სა ად­გილს უწო­დებს.

ბრძო­ლა მარ­თლაც ბევ­რი იქ­ნე­ბა. გოლგოთა მხო­­­ლოდ შე­ნით და შენ­თვის გა­სავ­ლე­ლად იქნე­ბა სა­­სი­ხა­რუ­ლო, უფა­ლო, რო­მელ­სა გშვე­ნის დიდება მა­მი­სა თა­ნა სუ­ლით წმი­დი­თურთ, აწ­და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ“.

2004 წლის 21 დე­კემ­ბერს უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლიად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თოლიკოს-პატ­რიარ­ქის, ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით მცხე­­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქია­ში, თბი­ლის­თან ახლოს, ჩა­­კი­დულ თხე­მე­ბად წო­დე­ბულ ადგილას დაარსდა წმინ­და იოა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის დედათა მონასტერი. საქარ­­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რიარ­ქის ბრძანე­­ბით აბ­ბა ალა­ვერ­დელ მიტ­რო­პო­ლიტ დავითს და­ე­ვა­ლა სა­ვა­ნის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა.

მეუ­ფე და­ვი­თის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტრი­დან აქ გად­მო­ვი­და მო­ნა­ზონ­თა მცი­რე კრე­ბუ­ლი. წმინ­და იოა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის სა­ვა­ნე ახა­ლი შუამ­თის ხა­ხუ­ლის ყოვ­ლად­წმი­და ღვთის­მშობ­ლის მო­ნას­ტრის მე­ტო­ქიონს წარ­მოად­გენს და აქ მო­ნას­ტრის სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მია­ნო­ბა მიმდინარეობს. ჩა­კი­დუ­ლი თხე­მე­ბის მო­ნას­ტრის ტა­ძა­რი წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხელ­ზეა აგე­ბუ­ლი, ხო­ლო ჩრდი­ლოე­თის ეკ­ვდე­რი წმინ­და იოა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის­კვე­თის სა­ხე­ლო­ბი­საა.

აბ­ბა ალა­ვერ­დე­ლ მიტ­რო­პო­ლი­ტ და­ვი­თის განჩი­­ნე­ბით მო­ნას­ტერ­ში წირ­ვა-ლოც­ვა­ზე მუდ­მი­ვად მო­­იხ­სე­ნე­ბიან ქტი­ტო­რე­ბი.მეუ­ფე და­ვი­თი ამ სა­ვა­ნე­ზე ასე წერ­და:

„წი­ნას­წარ­გან­ზრახ­ვის გა­რე­შე უდაბ­ნოში მისასვ­ლე­­­­ლი გზა 2000 წლის 19 იან­ვარს, ნათლისღე­ბის დღეს გაიჭ­რა. თბი­ლის­თან ახლოს, კლდო­ვანში – საი­და­ნაც შორს მო­ჩანს ქა­ლა­ქი მცხე­თა და ჯვა­რი – ძვე­ლი „უდაბ­ნოე­ბის“ მსგავსად ვიც­ხოვ­როთ გო­ნიე­რი შრო­მით, რომ ეს ად­გი­ლი იქ­ცეს ისეთ სა­ვა­ნედ, სა­დაც ლოც­ვა მო­საწ­ყე­ნი არ იქ­ნე­ბა ადა­მია­ნის­თვის და ეს წე­სი ცხოვ­რე­ბის სუნ­თქვა გახ­დე­ბა. მჯე­რა, მრავ­ლად არიან ადა­მია­ნე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ სურ­ვი­ლი მიეახ­ლონ ღვთაებ­რივ ცეცხლს, რა­თა იგ­რძნონ მის­გან გა­მო­მა­ვა­ლი სით­ბო და სურ­ნე­ლი ში­ნა­გა­ნი ლოც­ვის, სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის და ამ გზით ღმერ­თთან მიახ­ლე­ბის. ამინ“.

წმ. იოანე ნათლისმცემლის ხატი, რომელიც წარმოადგენს მონასტრის მთავარ სიწმინდეს, დაიწერა ათონის წმ. მთაზე ფილოთეოს მონასტრის შემოწირულობით, რომელთანაც ისტორიულად დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს ახალი შუამთის მონასტერს. ლევან კახთა მეფე ფილოთეოს მონასტრის ერთ-ერთი აღმშენებელია, რომელსაც დღესაც ქტიტორად მოიხსენებენ მონასტერში.

 

 
logo

ხახულის ღვთისმშობლის ახალი შუამთის მონასტერი

  • მთავარი
  • ისტორია
  • კონტაქტი
  • shuamta.convent@gmail.com
  • www.shuamta.ge
ყველა უფლება დაცულია @ 2019
  • შექმნილია იდია დიზაინ ჯგუფში