• ქარ
  • ENG
  • მთავარი
  • მონასტრის შესახებ
    • ისტორია
    • სიწმინდეები
    • წეს-განგება
    • მეტოქიონი
    • ფოტო გალერეა
  • საგანძური
  • საქმიანობა
    • მეურნეობა და პროდუქცია
    • ხელსაქმე
    • საგალობლები
  • პროექტები
  • კონტაქტი
website.website_title
logo
website.website_title
test
  • მთავარი
  • სიწმინდეები
  • ხახულის ღვთისმშობლის ხატი

ხახულის ღვთისმშობლის ხატი

დე­და ღვთი­სმშობელმა ინე­ბა მო­ნას­ტრის გა­ნახ­ლე­ბა და მი­­სი სიწ­მინ­დეე­ბით ავ­სე­ბაც. აბ­ბა ალა­ვერ­დელ მიტ­რო­პო­ლიტ და­ვი­თის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და ძა­ლის­ხმე­ვით 2002 წელს დაიწ­ყო და 2005 წელს დას­რულ­და მო­ნას­ტრის მფარ­ვე­ლი ხა­ტის – ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ახა­ლი ხა­ტის და­წე­რა და შემ­კო­ბა. ძვე­ლი წე­სის თა­ნახ­მად, ის 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რიპირს მიყ­რდნო­ბი­ლი დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო ახა­ლი შუამ­თის ხა­ხუ­ლის ყოვ­ლად­წმი­და ღვთის­მშობ­ლის ძველ ხატ­თან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზეუ­მის საექ­სპო­ზი­ციო დარ­ბაზ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. 2006 წლის 20 სექ­ტემ­ბერს (ძვ. სტ. 7 სექ­ტემ­ბერს) ღვთის­მშობ­ლის შო­ბის წი­ნად­ღე­სას­წაულ­ზე, ახა­ლი ხა­ტი მობ­რძან­და მის სა­ხელ­ზე დაარ­სე­ბულ და გა­ნახ­ლე­ბულ ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტერ­ში.

ის­ტო­რიუ­ლი ხა­ტის ზურ­გზე 44 წმინ­და ნა­წი­ლია, რო­მელ­თა კუთ­ვნი­ლე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ დგინ­დე­ბა. ახა­ლი ხა­ტი ზედ­მი­წევ­ნით იმეო­რებს დე­დანს და დღეს მის ზურ­გშიც 44 წმინ­და ნა­წი­ლია და­ვა­ნე­ბუ­ლი. მარ­თა­ლია, ხა­ტის ზურ­გზე არ არის წარ­წე­რე­ბი, მაგ­რამ მო­ნას­ტრის ახა­ლი მა­ტია­ნე ინა­ხავს ამ სიწ­მინ­დეე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს:

ცხო­ველ­სმყო­ფე­ლი ჯვა­რი / გოლ­გო­თის ქვა / მარ­თა­ლი იოა­კი­მე / წმინ­და იოა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლი / წმინ­და დიდ­მო­წა­მე გიორ­გი / 6000 გა­რე­ჯე­ლი მო­წა­მე / წმინ­და დიდ­მო­წა­მე ქე­თე­ვა­ნი / სვე­ტიც­ხოვ­ლის სა­მი­რო­ნე ქვა / ღირ­სი სი­ლუან პე­ჩე­რე­ლი / წმინ­და მო­წა­მეე­ბი და­ვით და კონ­სტან­ტი­ნე (მხეი­ძეე­ბი) / წმინ­და პრო­კო­პი და წმი­ნდა ელეფ­თე­რიო­სი / წმინ­და მარ­ტი­რი / წმინ­და სა­ბა გან­წმენ­დი­ლის ლავ­რის მო­წა­მეე­ბი / წმინ­და ლუ­კა (პე­ჩე­რე­ლი იკო­ნო­მო­სი) / წმინ­და სპი­რი­დონ ტრი­მი­ფუნ­ტე­ლის შე­სა­მოს­ლის ნა­წი­ლი / ღირ­სი ლონ­გი­ნოზ მე­კა­რე (პე­ჩე­რე­ლი) / ღირ­სი სე­რა­ფი­მე სა­რო­ვე­ლი / წმინ­და ლუ­კა (ვოი­ნო-ია­სე­ნიც­კი) / ღირსი იო­სებ ისი­ხას­ტი (ათო­ნე­ლი) / 40 სე­ბას­ტიე­ლი მო­წა­მე / წმინ­და კოზ­მა / წმინ­და და­მია­ნე / წმინ­და მო­ცი­ქულ­თას­წო­რი კონ­სტან­ტი­ნე დი­დი / წმინ­და მო­ცი­ქულ­თას­წო­რი ელე­ნე დე­დო­ფა­ლი / წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი ბარ­ნა­ბა / წმინ­და დიდ­მო­წა­მე ბარ­ბა­რე / წმინ­და მარ­კოზ ეფე­სე­ლი / წმინ­და სვინ­კლი­ტი­კია ალექ­სან­დრიე­ლი / წმინ­და იოა­ნე და­მას­კე­ლი / წმინ­და მაქ­სი­მე ბერ­ძე­ნი / წმინ­და კვიპ­რია­ნე კარ­თა­გე­ნე­ლი / წმინ­და ანას­ტა­სია რო­მაე­ლი / წმინ­და ზა­ქა­რია / წმინ­და ელი­სა­ბე­დი / წმინ­და რო­მა­ნოზ ტკბი­ლად­მგა­ლო­ბე­ლი / წმინ­და ლა­ზა­რე (ოთ­ხდღე მკვდა­რი) / წმინ­და ათა­ნა­სე დი­დი / წმინ­და ნი­კო­ლოზ მი­რონ­ლუ­კიე­ლი / წმინ­და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი ნაუ­მი / წმინ­და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი ელი­სე / წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი / წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი პეტ­რე / წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი პავ­ლე / წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი ია­კო­ბი, ძმა უფ­ლი­სა

 

logo

ხახულის ღვთისმშობლის ახალი შუამთის მონასტერი

  • მთავარი
  • ისტორია
  • კონტაქტი
  • shuamta.convent@gmail.com
  • www.shuamta.ge
ყველა უფლება დაცულია @ 2019
  • შექმნილია იდია დიზაინ ჯგუფში