• ქარ
  • ENG
  • მთავარი
  • მონასტრის შესახებ
    • ისტორია
    • სიწმინდეები
    • წეს-განგება
    • მეტოქიონი
    • ფოტო გალერეა
  • საგანძური
  • საქმიანობა
    • მეურნეობა და პროდუქცია
    • ხელსაქმე
    • საგალობლები
  • პროექტები
  • კონტაქტი
website.website_title
logo
website.website_title
test
  • მთავარი
  • მონასტრის შესახებ

მონასტრის შესახებ

ახალი შუამთის მონასტერი მე-16 საუკუნეში ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელზე ლევან კახთა მეფის მეუღლის, თინათინ დედოფლის მიერ არის დაარსებული. მონასტერმა, ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მნიშვნელობის გამო, კახეთში ღვთისმშობლის სახელზე აგებულ სავანეთა შორის უპირველესი ადგილი დაიკავა. 1926 წელს ბოლ­შე­ვი­კურ­მა მთავ­რო­ბამ და­ხურა  მო­ნას­ტე­რი და გახსნა დასასვენებელი სახლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს უპატრონო ბავშვთა სახლად გადაკეთდა. მე-20 საუკუნის 80 - იან წლებში აქ ტურბაზის გახსნა იგეგმებოდა.

1990 წელს ახალი შუამთის მონასტერი დაუბრუნდა საქართველოს ეკლესიას, 1995 წლიდან კი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით აქ აღდგა დედათა მონასტერი.

მე­ფე­თა სი­გელ-გუჯ­რებ­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი შეს­ხმა სა­ფუ­ძ­­ვლად დაე­დო ხა­ტის სა­ვედ­რე­ბელ ლოც­ვას:

"ტო­მე­ბით ასუ­ლო ადა­მი­საო და მად­ლით დე­დაო ღმრთი­საო, რო­მე­ლი ხსნი­სათ­ვის ჩვე­ნი­სა აღიძ­რა წყა­ლო­ბით მა­ღა­ლი იგი, და სათ­ნო ყო­ფი­თა მა­მი­სა­თა და წი­ნა მძღვრო­ბი­თა სუ­ლი­სა წმი­დი­სა­თა მა­ღა­ლი იგი ძე ღმრთი­სა ძედ შენ­და იქ­მნა, და ღმრთეე­ბით უქ­ცე­ველ­მან შეი­მო­სა ბუ­ნე­ბა ადა­მი­სი, და დახ­სნა მწუ­ხა­რე­ბა ევა­სი და ნა­შობ­თა მის­თა, ჭეშ­მა­რი­ტო სალ­ხი­ნე­ბე­ლო კაც­თა ბუ­ნე­ბი­საო, ნო­ვეს­ზე წყლით რღუ­ნი­საებრ ცოდ­ვა­თა ჩუენ­თა წარ­მღუ­ნე­ლო, უფ­ლი­სა საყ­ვა­რე­ლი­სა აბ­რა­ჰა­მი­სა კა­რა­ვო და ღმრთი­სა დამ­ტევ­ნე­ლო, და­ვით პირ­ვე­ლი­სა მა­მი­სა შე­ნი­სა დაუჭ­ნო­ბე­ლო ვარ­დო, სო­ლო­მო­ნი­სა ქე­ბაო ქე­ბა­თაო, რო­მელ­სა გა­რე მო­გად­გენ სა­მეოც­ნი ძლიერ­ნი, ია­კო­ბის კი­ბეო ცად მი­მართ აღ­წევ­ნუ­ლო, არო­ნის კვერ­თხო უც­ხო სა­ხედ აღ­ყვა­ვე­ბუ­ლო, მო­სეს მიერ ხი­ლუ­ლო მა­ყუა­ლო ცეცხლ შეუ­ხე­ბე­ლო, ხეო შვე­ნიე­რო იე­სეს ძირ­თა­გან აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლო, ესაიას მიერ ღრუბ­ლად სულ­მცი­რედ სა­ხელ დე­ბუ­ლო, ამ­ბა­კო­მის­გან მთად ღმრთი­სად ჩრდი­ლოვნად მო­ს­წა­ვე­ბუ­ლო, ყო­ველ­თა წი­ნას­წარ­მეტ­ყველთა ჭე­შ­მა­რი­ტო მოს­წა­ვე­ბაო, მო­ცი­ქულ­თა მიერ მრავალ სა­ხედ ქა­და­გე­ბუ­ლო, მო­წა­მე­თა სი­ხარუ­ლო და მღვდელთ მოძ­ღვარ­თა სი­ქა­დუ­ლო, პა­ტიოსანო ძღვე­ნო კაც­თა ნა­თე­სა­ვი­საო, სა­ხელ დიდო და ქალ­წუ­ლო დე­დო­ბით ახა­ლო, მზე­სა ქვე­შე ყოვ­­ლი­სა­ვე სჯუ­ლი­სა ქე­ბა­თა­სა აღ­მა­ტე­ბუ­ლო, შენ, პა­­ტიო­სა­ნო, ყოვ­ლად წმი­დაო ხა­ხუ­ლისა ღვთის­მშო­­ბე­ლო, მიით­ვა­ლე შე­სა­წი­რა­ვი ესე სუ­ლი­სა ჩვე­ნი­სა სახ­სრად და ცოდ­ვა­თა ჩვენთა შესანდო­­ბე­ლად, და ნაც­ვლად გვა­გენ ღვთი­სა მიერ წყა­ლო­ბა­ნი შენ­ნი და ამიე­რით­გან კე­თი­ლი­სა მი­მართ გვიძ­ღო­დი და გვი­ცევდ და გვფა­რევდ ყო­ველ­თა დღე­თა ცხოვ­რე­ბი­სა ჩვე­ნი­სა­თა. ამინ.
კად­ნიე­რე­ბი­სათ­ვის საქ­მი­სა ამის შემ­ნდო­ბელ გვექ­მენ."

 

 

logo

ხახულის ღვთისმშობლის ახალი შუამთის მონასტერი

  • მთავარი
  • ისტორია
  • კონტაქტი
  • shuamta.convent@gmail.com
  • www.shuamta.ge
ყველა უფლება დაცულია @ 2019
  • შექმნილია იდია დიზაინ ჯგუფში