• ქარ
  • ENG
  • მთავარი
  • მონასტრის შესახებ
    • ისტორია
    • სიწმინდეები
    • წეს-განგება
    • მეტოქიონი
    • ფოტო გალერეა
  • საგანძური
  • საქმიანობა
    • მეურნეობა და პროდუქცია
    • ხელსაქმე
    • საგალობლები
  • პროექტები
  • კონტაქტი
website.website_title
logo
website.website_title
test
  • მთავარი
  • ისტორია

ისტორია

ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტრის დაარ­სე­ბის ის­ტო­რია

 

  „უდაბ­ნო შუამ­თი­სა არს კერ­ძო­სა კა­ხე­თი­სა­სა, მდგო­მა­რე პირ­სა თურ­დოს ხე­ვი­სა­სა, მარ­ჯვე­ნის სა­კა­ხე­თო­სა გზი­სა, კალ­თა­სა ზე­და ტყია­ნი­სა ცი­ვის მთი­სა­სა... აღა­შე­ნა ამას ად­გილ­სა ზე­და ახა­ლი ესე შუამ­თის მო­ნას­ტე­რი დე­დო­ფალ­მან თი­ნა­თინ, მეუღ­ლე­მან ლეონ კახ­თა მე­ფი­სა­მან, მე­თექ­ვსმე­ტე­სა საუ­კუ­ნე­სა ში­ნა“, – წერ­და 1864 წელს არ­ქი­მან­დრი­ტი ტა­რა­სი (ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი), ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რი და სა­სუ­ლიე­რო მოღ­ვა­წე.

 უდაბ­ნო ძველ­ქარ­თუ­ლად უკაც­რიელ ად­გილს ნიშ­­ნავს, სა­დაც დაბ­ნე­ბი, ანუ სოფ­ლე­ბი არ არის. ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტე­რი სწო­რედ ასეთ დაუ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლას აუ­გიათ და ამი­ტომ შუამ­თის უდაბ­ნოდ მოიხ­სე­ნე­ბო­და. მას მო­ნას­ტრუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი მდე­ბა­რეო­ბა ჰქონ­და: სა­ქა­რავ­ნო გზას­თან სიახ­ლო­ვის მიუ­ხე­და­ვად, მო­ნას­ტე­რი გზი­დან არ ჩან­და, რად­გან სა­მი მხრი­დან ტყით და­ფა­რუ­ლი მთე­ბით იყო გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი. სა­ხელ­წო­დე­ბა ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტერს მიუ­ღია ძვე­ლი შუამ­თის მო­ნას­ტრის­გან, რო­მე­ლიც V-VII საუ­კუ­ნეე­ბით თა­რიღ­დე­ბა და მის­გან 2 კმ-ის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რეობს. ძვე­ლი შუამ­თის მო­ნას­ტე­რი ცი­ვის მთის ორ ხევს შო­რის, ბორ­ცვზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, რის გა­მოც მას ეწო­და „შუამ­თა“.

  ძველ შუამ­თა­ზე  მწი­რი ცნო­ბე­ბი მოგ­ვე­პო­ვე­ბა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ქეო­ლო­გიუ­რი გათ­ხრე­ბის მასა­­ლე­ბის მი­ხედ­ვით XVI საუკუნეში, რო­ცა ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტე­რი დაარ­სდა, ძვე­ლი შუამ­თაც მოქ­მე­დი მო­ნას­ტე­რი ყო­ფი­ლა.                                                             

 ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტრის დაარ­სე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს ორი გად­მო­ცე­მა, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი­თაც დას­ტურ­დება. „ქარ­თლის ცხოვ­რე­ბის“ მი­ხედ­ვით, დე­დოფალ თინა­თინს, მა­­მია გუ­რიე­ლის ასულს, ჯერ კიდევ სიყ­რმეში უნა­­­ხავს სიზ­მრი­სეუ­ლი ჩვე­ნება: დიდებულ მთავარ­­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, თავის სა­მე­ფოში მიბ­რ­ძან­­დე­ბო­და; გზად, იქ, სა­დაც „მდგომარე იყო შინ­დი იგი თეთ­რი“, მან იხი­ლა ბე­რი, რომელმაც თინა­­თინს აუწ­ყა, ამ ად­გი­ლას დე­დაღვთი­სას ტაძარი აე­შე­ნე­ბი­ნა. გა­ვი­და დრო. როდე­საც მე­ფე ლე­­ვან­­მა ცო­ლად შეირ­თო თი­ნათინ გუ­რიე­ლი, „ქა­­ლი მე­ტად საღ­ვთო მო­ვა­ლეო­ბის აღ­მას­რულე­­ბე­ლი“, და გუ­რიი­დან კა­ხეთ­ში, გრე­მის სა­ტახ­ტო ქა­ლაქ­ში მოჰ­ყავ­და, სა­მე­ფო ამა­ლას იმ ად­გი­ლას დაუ­ღამ­და, სა­დაც დღეს ახა­ლი შუამ­თის მონას­­ტე­რია. სწო­რედ „მა­შინ გუ­ლის­ხმაჰ­ყო და სარ­წმუ­ნო იქ­მნა გან­გე­ბუ­ლება­სა მას ზედა“ დე­დო­ფა­ლი, რად­გან იც­ნო ჩვე­ნე­ბით ნანახი ადგი­­ლი. მეო­რე გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, თინათინ დე­­­დო­ფა­ლი გუ­რიი­დან კა­ხეთს ხა­ხულის ყოვლად­­­წმი­და ღვთის­მშობ­ლის ხატს მოაბრძანებ­­და, რომე­­ლიც სიყ­რმი­დან გა­ნუ­შორებლად თან ახ­ლდა. ღა­მის გა­სა­თე­ვად გა­ჩე­რე­ბუ­ლებ­მა, ხა­ტი თეთ­რი შინ­დის ქვეშ დააბ­რძა­ნეს. „მეო­რე დღეს, რო­დე­საც გრე­მის­კენ გზის გაგ­რძე­ლე­ბა დააპი­რეს, დე­დაღვთისას ხა­ტი ად­გილი­დან ვერ და­უძ­რავთ, ვიდ­რე დე­დო­ფალმა ამ ად­გილ­ზე ეკ­ლე­სიის აგე­ბა არ აღუთ­ქ­ვა“. ეს ორი გადმო­ცე­მა ერთმანეთს ავ­სებს და ცხად­ყოფს ღვთის წმინ­­­და განგებულებას, რომ აქ ყოვლად­წმიდა ღვთისმშო­ბ­ლის მო­ნას­ტე­­რი უნ­­და აშე­­ნე­­ბუ­­ლი­ყო.
თი­ნა­თინ დე­დო­ფალ­მა სა­კუ­თა­რი ღვაწ­ლით აღა­შენა ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის მო­ნას­ტე­რი და იქ დაას­ვე­ნა მა­მის­გან მზით­ვად ბო­ძე­ბუ­ლი სიწ­მინ­დე – ხა­ხუ­ლის ყოვ­ლად­წმი­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტი. მოგ­ვია­ნე­ბით მე­ფე-დე­დო­ფალს ის ძვირფა­­სი პე­რან­გით შეუ­მო­სავთ.

ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედრ ქვე­ყა­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს მია­გებ­დნენ დე­დაღვთისას, რომ­­ლის სა­ხელ­ზეც უამ­რა­ვი ეკ­ლესია-მო­ნას­ტე­­რი იყო აგე­ბუ­ლი. სა­მე­ფოე­ბად დანა­წევრებულ სა­ქარ­თვე­ლოს სიწ­მინ­დეები აერ­თიანებ­­და. ახა­­ლი შუამ­თის მო­ნას­ტერ­მა ხახუ­ლის ყოვ­­­ლად­წმი­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის მნიშვნელო­­ბის გა­მო კა­ხეთ­ში ღვთის­მშობ­ლის სა­ხელ­ზე აგე­ბულ სა­ვა­ნე­თა შო­რის უპირველესი ად­გი­ლი დაი­კა­ვა.

 

 

ლუ­კა მა­ხა­რებ­ლის მიერ და­წე­რი­ლი ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტი

 

ქარ­თუ­ლი საეკ­ლე­სიო გად­მო­ცე­მით, ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტი და­წე­რი­ლი ყო­ფი­ლა ლუკა მა­ხა­რებ­ლის მიერ „ფი­ცარ­სა ზე­და ბა­გი­სა­სა, რო­მელ­სა ში­ნა მწო­ლა­რე იყო პირ­ველ საუ­კუ­ნო ყრმა“. ეს ცნო­ბა გვხვდე­ბა X საუ­კუ­ნის შატ­ბერ­დის კრე­ბულ­ში. ამ­რი­გად, ეს უძ­ვირ­ფა­სე­სი ხა­ტი სწო­რედ იმი­ტომ წარ­მოად­გენ­და დიდ სიწ­მინ­დეს, რომ სამ წმინ­და სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბო­და: იე­სო ქრის­ტეს, რად­გან იმ ბა­გის ფი­ცარ­ზე იყო და­წე­რი­ლი, სა­დაც იშ­ვა მაც­ხო­ვა­რი; დე­და ღვთის­მშობელს, რად­გან მის ხა­ტე­ბას წარ­მოად­გენ­და და დიდ მო­ცი­ქულ ლუ­კა მა­ხა­რე­ბელს, რო­მელ­მაც და­წერა ეს ხა­ტი. ხა­ტის დიდ მად­ლმო­სი­ლე­ბაზე მეტყველებს საეკ­ლე­სიო გად­მო­ცე­მა, რომ­ლის თა­ნახმად, „თვით სძი­თა ყოვ­ლად­წმი­დი­სა ღმრთის­მშობ­ლისა­თა შე­მ­ზა­დილ იყო წა­მა­ლი იგი მხატ­ვრო­ბი­სა, ვი­თარ ცხოვ­რე­ბა მი­სი მოგ­ვით­ხრობს“.

 XII საუ­კუ­ნემ­დე დე­დაღ­ვთი­სას სას­წაულ­თმოქ­მე­დი ხა­ტი, ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლად წოდებული, ტაო-კლარ­ჯეთ­ში, ხა­ხუ­ლის მო­ნას­ტ­რის ყოვლად­­წმი­და ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის დიდ, გუმ­­ბა­თო­ვან ტა­ძარ­ში იყო დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. სწორედ ამიტომ იწოდება ეს წმინდა ხატი ხახულის ღვთისმშობლად.

 XII საუ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში წმინ­და მე­ფე და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა (1089-1125 წწ.) ეს უდი­დე­სი სიწ­მინ­დე ხა­ხუ­ლის მო­ნას­ტრი­დან მის მიერ აგე­ბულ გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­ში გად­მოას­ვე­ნა და ყოვ­ლად­წმი­და ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის მთა­ვარ ტა­ძარ­ში დააბ­რძა­ნა. წმინ­და და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ბრძა­ნე­ბით, აქ იგი ხე­ლახ­ლა მო­ჭე­დეს, ძვირ­ფა­სი ქვე­ბით, ტიხ­რუ­ლი მი­ნან­ქრი­თა და ჯვრე­ბით გაამ­შვე­ნეს. წმინ­და მე­ფემ გე­ლა­თის მო­ნას­ტე­რი სწო­რედ ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ახალ საბ­რძა­ნებ­ლად აღა­შე­ნა. ამის შე­სა­ხებ გვაუწ­ყებს უკ­ვე მი­სი მემ­კვიდ­რის, დე­მეტ­რე I-ის მე­ფო­ბის დროს შესრუ­ლე­ბუ­ლი იამ­ბი­კურ ლექ­სად თქმუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რა, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის კა­რე­დი ხა­ტის ქვე­და არ­შია­ზე. ამ წარ­წე­რი­დან აშ­კა­რაა, რომ ტა­ძა­რი წმინდა და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა დე­დაღვთი­სას ამ ხატს უძ­ღვნა: „...აწ და­ვით, და­ვი­თის მორ­ჩმან ესე სუ­ლით სხეუ­ლით, ტაძ­რი­თურთ გძღუნ­ნა ქალ­წუ­ლო“.

ტაო-კლარჯეთში დაიბადა ერთიანი ქართული სახელმწიფოს იდეა, რომელიც წმ. დავით აღმაშენებელმა აღასრულა.  გაერთიანებული სახელმწიფოს „ახალ იერუსალიმად" და „სხვა ათინად" წოდებულ გელათის მონასტერში - „ყოვლადშემკობილსა საყოფელსა დედისა ღმრთისასა" -  წმინდა მეფემ გადმოაბრძანა ხახულის ღვთისმშობლის ხატი და განსვენებაც აქ ინება, ან­დერ­ძად კი დაი­ბა­რა: „ჩემნი ლა­ლ­ნი და თვალ-მარ­გა­ლიტ­ნი ხა­ხუ­ლი­სა ღმრთის­­მშობ­ლი­სად შე­მი­წი­რავს“.

ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის წი­ნა­შე ლოცუ­ლობ­და მე­ფეთმე­ფე თა­მა­რი. წმინ­და თა­მარ მეფის ცხოვ­რე­ბი­დან ერ­თი ასე­თი შემ­თხვე­ვაც არის ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხატს უკავ­შირ­დე­ბა. ერ­თხელ თურ­მე თა­მარ მე­ფე გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­ში წირ­ვა­ზე წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. სე­ფე­ქა­ლე­ბი მის სა­მოსს ძვირ­ფასი სამ­კაუ­ლე­ბით რთავ­დნენ. მე­ფეს მოახ­სე­ნეს, რომ მათ­ხო­ვა­რი იყო მო­სუ­ლი და მას მოწ­ყა­ლე­ბას სთხოვ­და. თა­მარ მე­ფემ მსა­ხუ­რებს უბ­რძა­ნა, გა­დაე­ცათ მათ­ხოვ­რი­სთ­ვის, რომ მოე­ცა­და, სა­ნამ მე­ფე შე­მოს­ვას დაას­რუ­ლებ­და. რო­დე­საც თა­მარ მე­ფე გა­რეთ გა­მობ­რძან­და, მათ­ხო­ვა­რი იქ აღარ დახ­ვდა. მსა­ხუ­რებ­მა ის ბევ­რი ეძე­ბეს, მაგ­რამ ვე­ღარ იპო­ვეს. წმინ­და თა­მა­რი ძალიან შეაშ­ფო­თა იმან, რომ მან წყა­ლო­ბა­ზე უა­რი უთ­ხრა თვით მაც­ხო­ვარს, რო­მე­ლიც მათ­ხოვ­რის სა­ხით იყო მას­თან მი­სუ­ლი. დამ­წუხ­რე­ბულ­მა წმინ­და მე­ფემ სა­მო­სი­დან მოიხ­სნა ყვე­ლა ძვირ­ფა­სეუ­ლო­ბა, რა­მაც იგი წყა­ლო­ბის გა­ცე­მა­ში შეა­ფერ­ხა და სი­ნა­ნუ­ლის ნიშ­ნად ხა­ხუ­ლის ყოვ­ლად­წმი­და ღვთის­მშობ­ლის ხატს შეს­წი­რა.

შამ­ქო­რის ომ­ში ქარ­თველ­თა ლაშ­ქრის მტერ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ნა­დავ­ლი­დან ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, მაჰ­მა­დიან­თა გაერ­თია­ნე­ბუ­ლი ლაშქ­რი­სთ­ვის ღა­ზოდ (ღა­ზო – არაბ., სპარს. – რის­ხვა; მაჰ­მა­დია­ნებ­ში ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბის­თვის მი­ცემული დრო­­შა) წარ­მოგ­ზავ­ნი­ლი დრო­შა და უძ­ვირ­ფა­სე­სი მა­ნია­კი – ყელსაბამი – თა­მარ მე­ფემ სწო­რედ ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხატს მიუძ­ღვნა. ხა­ლი­ფას დრო­შა მე­ფეს წმინ­და შალ­ვა ახალ­ცი­ხელ­მა მიარ­თვა.

დიდ სიწ­მინ­დეს – ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის სას­წაულ­თმოქ­მედ ხატს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სოებ­დნენ და უდი­დეს პა­ტივს მია­გებ­დნენ ქარ­თველ­თა მე­ფე­ნი, კა­თო­ლი­კოს-პატ­რიარ­ქნი და მთე­ლი ერი.
ლუ­კა მა­ხა­რებ­ლის და­წე­რი­ლი ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტი, სა­ვა­რაუ­დოდ, დაი­კარ­გა 1510 წელს ოს­მა­ლე­ბის მიერ იმე­რე­თის მოოხ­რე­ბი­სას, რო­დე­საც „ქუ­თაისს თა­თარ­ნი მო­ვიდ­ნენ და დაწ­ვეს დი­დი მო­ნას­ტე­რი გაე­ნა­თი­სა შიგ­ნით და გა­რეთ“. და­საშ­ვე­ბია, რომ ამ პე­რიოდ­ში ხა­ხუ­ლის კა­რედ­ში ჩაეს­ვე­ნე­ბი­ნათ ვედ­რე­ბის ტი­პის ღვთის­მშობ­ლის ფერ­წე­რუ­ლი ხა­ტი, რო­მელ­ზე­დაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ვი­და არა მარ­ტო კა­რე­დის სა­ხე­ლი, არა­მედ თავ­და­პირ­ვე­ლი ხა­ტის ის­ტო­რიაც (თ. ალ­და­მი­ძე, „ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის ის­ტო­რი­ის­თვის“, თე­ლა­ვი, 1999 წ., გვ. 18).

ხა­ხუ­ლის კა­რედ­ში მო­ჭე­დი­ლი და ძვირ­ფა­სად შე­მ­კუ­ლი დე­დაღვთი­სას ვედ­რე­ბის ტი­პის ფერწე­­რუ­­ლი ხა­ტის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე ძველ ცნო­ბას იმე­რეთ­ში XVII საუ­კუ­ნე­ში რუ­სი ელ­ჩო­ბის (ნ. ტოლ­ჩა­ნი­ნო­ვი­სა და ა. იევ­ლე­ვის ელ­ჩო­ბა 1650-1652 წწ.) მა­სა­ლებ­ში ვხვდე­ბით. ამ ცნობე­ბის მი­ხედ­ვით, გაე­­ნათელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა კა­რედ­ში ჩას­ვე­ნებულ დე­­დაღვთი­სას ვედ­რე­ბის ფერ­წე­რუ­ლი ხა­ტის შე­სა­ხებ უთ­ხრა რუს ელ­ჩებს, რომ იგი „მსოფ­ლიო მო­ცი­ქუ­ლის ლუ­კა მა­ხა­რებ­ლის და­ხა­ტუ­ლი“ იყო. შე­სა­ბა­მი­სად, XVII საუ­კუ­ნემ­დე ვხვდე­ბით ცნო­ბას მხო­ლოდ იმის შე­სა­ხებ, რომ ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტი მაც­ხოვ­რის ბა­გის ფი­ცარ­ზე ლუ­კა მა­ხა­რებ­ლის მიერ და­წე­რი­ლი ხა­ტია, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს ცნო­ბა, თუ რო­გო­რი იყო ლუ­კა მახა­­რებ­ლის მიერ გა­მო­სა­ხუ­ლი ღვთის­მშო­ბე­ლი. აქე­დან გამომდინარე, სავსებით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტი თავდაპირვე­ლად ყო­ფი­ლი­ყო არა ვედრე­­ბის ტი­პის, არამედ ყოვ­ლად­წმიდა ღვთისმშობე­­ლი ყრმით; მით უმე­ტეს, ის ვერ იქნებო­და მი­­ნან­ქრის, რად­გან ყველა­ზე ძვე­ლი ცნო­ბე­ბის მი­­ხედ­ვით, ხა­ხუ­ლის ღვთისმშობლის ხა­ტი ლუ­კა მა­ხა­რებ­ლის მიერ იყო დაწერი­­ლი და ამ ცნო­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა ყოვ­ლად და­უშვებელია.

1859 წელს ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა გე­ლა­თის მო­ნას­ტრი­დან გაი­ტა­ცეს ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი ხა­ტის მო­ჭე­დი­ლო­ბა და ხა­ტის­თვის შე­წი­რუ­ლი ნივ­თე­ბი, თვი­თონ ვედ­რე­ბის ხა­ტი კი „გან­ძარ­ცუ­ლი“ და „ორად გან­პო­ბი­ლი“ უპო­ვიათ „მო­ნას­ტრის ზღუ­დის გა­რე­გან“ და მო­ნას­ტრის ძმო­ბას ისევ კა­რედ­ში ჩაუს­ვე­ნე­ბია. 1864 წელს ეს ხა­ტი ქუ­თაი­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ლე­ვა­შო­ვის დაკ­ვე­თით ხე­ლახ­ლა მოა­ჭე­დი­ნეს ოქ­რომ­ჭე­დელ სა­ზი­კოვს და ისევ კა­რედ­ში ჩაას­ვე­ნეს.

   ცნო­ბილ მეც­ნიერს, ნ. კონ­და­კოვს ეკუთ­ვნის აზ­რი, რომ 1859 წელს ხა­ხუ­ლის ხა­ტი კი არ გაი­ძარ­ცვა, არა­მედ „უკ­ვა­ლოდ დაი­კარ­გა“. ამა­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­ზი­კო­ვის მიერ ახ­ლი­დან მო­ჭე­დი­ლი ხა­ტი ახალ რუ­სულ ხა­ტად შეი­რაც­ხა. 1915 წელს ნ. კონ­და­კოვ­მა გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ ბოტ­კი­ნის კო­ლექ­ცია­ში და­ცუ­ლი ვედ­რე­ბის ტი­პის ღვთის­მშობ­ლის მი­ნან­ქრის ხა­ტის ფრაგ­მენ­ტე­ბი „და­კარ­გუ­ლი“ ხა­ხუ­ლის კა­რე­დის ცენ­ტრა­ლუ­რი ხა­ტის ნა­წი­ლე­ბი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. 1923 წელს ბოტ­კი­ნის კო­ლექ­ციი­დან მი­ნან­ქრის ხა­ტის ფრაგ­მენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დააბ­რუ­ნეს და ხა­ხუ­ლის კა­რედ­ში ჩაას­ვე­ნეს.

 მეც­ნიე­რთა ნა­წი­ლი არ ეთან­ხმე­ბა აზრს, რომ მი­ნან­ქრის ხა­ტის ეს ფრაგ­მენ­ტე­ბი ხა­ხულის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტისაა. ის უდა­ვოდ ქარ­თუ­ლი მი­ნან­ქრის დი­დე­ბულ ნი­მუშს წარ­­მოად­გენს, მაგ­რამ თვით ლუ­კა მა­ხა­რებ­ლის მიერ და­წე­რი­ლი ხა­ტი, უნ­და ვი­ვა­რაუ­დოთ, რომ და­კარ­გუ­ლია.

 ამ­რი­გად, მო­საზ­რე­ბას, რომ ხა­ხუ­ლის კა­რე­დის მთა­ვარ ხატ­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად ღვთის­მშო­ბე­ლი ქრის­ტეს­თან ერ­თად ყო­ფი­ლა გა­მო­სა­ხუ­ლი, ენაც­ვლე­ბა ვედ­რე­ბის ტი­პის მო­ჭე­დი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ხა­ტის არ­სე­ბო­ბა კა­რედ­ში და ბო­ლოს ეს ხა­ტიც ჩაა­ნაც­ვლა ბოტ­კი­ნის კო­ლექ­ცია­ში აღ­მო­ჩე­ნილ­მა ქარ­თუ­ლი მი­ნან­ქრის ხა­ტის ფრაგ­მენ­ტებ­მა.

 საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში და­ვიწ­ყე­ბას მიე­ცა ხა­ხუ­ლის ხა­ტის, რო­გორც სიწ­მინ­დის ის­ტო­რია. ათეის­ტურ ეპო­­ქა­ში მეც­ნიე­რებს არ შეეძ­ლოთ სიწ­მინ­დე­ზე საუ­ბა­რი და მის სა­ხელ­ზე აგე­ბუ­ლი მო­ნას­ტრე­ბიც და­­ხუ­რუ­ლი იყო. ამი­ტომ აქამ­დე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ შრო­­მებ­ში ეს ხა­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში.

 ზე­მოთ თქმუ­ლი იმა­ზე მეტ­ყვე­ლებს, რომ ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის ის­ტო­რია მეც­ნიე­რთა კვლე­ვის თე­მად უნ­და დარ­ჩეს, ერის­თვის კი – სი­ნა­ნუ­ლის მი­ზე­ზად იქ­ცეს, მსგავ­სად იმ გე­ლა­თე­ლი ბე­რი­სა, რო­მე­ლიც ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის გა­ძარ­ცვას გლო­ვობ­და: „ჰოი, დღე­სა ამას ყო­ველ­თა­გან საგ­ლო­ველ­თა მე­ფე­თა და მთა­ვარ­თა, მღვდელ­მთა­ვარ­თა და ყო­ველ­თა დას­თა სამ­ღვდე­ლო­თა, ერის­კაც­თა, მო­ხუ­ცე­ბულ­თა და ჩვილ­თა. რაი არს ესე ცოდ­ვა­თა ჩვენ­თათ­ვის მო­წევ­ნუ­ლი, ვინ მიი­ბა­რა საუნ­ჯე ესე დიდ­ძა­ლი, ვინ წა­რი­ტა­ცა სი­ქა­დუ­ლი ჩვე­ნი, არა ხო­ლო თუ ჩუენ­ნი, არა­მედ ზო­გა­დად ქრის­ტია­ნე­თა“ (ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუტ­ში და­ცუ­ლი დო­კუ­მენ­ტი SD-3041, ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის გა­ძარ­ცვის მომ­სწრე მღვდელმო­ნა­ზონ ისაა­კის მიერ არის შედ­გე­ნი­ლი 1859 წელს და გა­და­წე­რი­ლია 1860 წელს).

 „ჩვენ­თა ცოდ­ვა­თა“ გა­მო, სიწ­მინ­დეე­ბის ხელ­ყო­ფით, შეუ­რაც­ხყო­ფით, და­კარ­გვით გან­საც­დე­ლი უმ­რავ­ლდე­ბო­და ჩვენს ერს, თუმ­ცა სი­ნა­ნუ­ლით გა­მოფ­ხიზ­ლე­ბუ­ლი კვლავ ღმერთს და მის ყოვ­ლად­წმი­და დე­დას მი­მარ­თავ­და: „დე­დო­ფა­ლო, შენ მა­რა­დის ძი­სა შე­ნი­სა­თა სუ­ფევ, ხო­ლო ჩვენ მწუ­ხა­რე­ბა­სა ში­ნა სა­სოე­ბა­სა არა წარ­ვი­კუეთთ... და აწ გე­ვედ­რე­ბით მწუ­ხა­რე­ბა ჩუე­ნი შეს­ცვა­ლე სი­ხა­რუ­ლად... არა ხო­ლო ჩუენ­თვის გე­ვედ­რებით, არა­მედ სა­ხე­ლი­სა შე­ნი­სათ­ვის“. ამინ.

 

 

ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტე­რი – ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის საბ­რძა­ნე­ბე­ლი კა­ხეთ­ში

 

 XVI საუ­კუ­ნემ­დე წყა­როებ­ში მხო­ლოდ გელათის ხა­ხუ­ლის ღვთის­მშო­ბელ­ზე გვაქვს ცნო­ბე­ბი. ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტრის დაარ­სე­ბის შემდეგ კი (XVI საუ­კუ­ნი­დან) ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობელი ასე­ვე მოიხ­სე­ნე­ბა, რო­გორც ახა­ლი შუამთის მონას­ტრის პატ­რო­ნი ხა­ტი. ის, რომ ახალი შუამთის მო­ნას­ტე­რი თი­ნა­თინ დე­დოფალმა ხა­ხულის ღვთისმშობ­ლის ხა­ტის სა­ხელ­ზე აღაშენა, უდავოდ ქარ­თ­ველ­თა­თ­ვის ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­­ლის ხა­ტის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა­ზე მეტ­ყვე­­ლებს.

ბი­ზან­ტიის და­ცე­მის შემ­დეგ (1453 წ.) სა­ქარ­თვე­ლოს ძნელ­ბე­დო­ბის ჟა­მი დაუდ­გა. იგი დიდ მუსლი­მა­ნურ სა­ხელ­მწი­ფოებს – სპარსეთსა და ოს­მა­ლეთს შო­რის მოექ­ცა.

1555 წელს ქალაქ ამა­სია­ში სპარსეთსა და ოს­მა­ლეთს შო­რის დაი­დო ზა­ვი, რომ­ლის მიხედვი­­თაც ქარ­თლი და კა­ხე­თი სპარსეთს ერგო; იმერე­თი, ოდი­ში, აფ­ხა­ზე­თი, გუ­რია და ლაზეთი, მოგვიანე­ბით კი, სამცხე-საათაბაგოც – ოსმალეთს. შაჰ-­თა­მაზმა და ხონ­თქარ­მა სუ­ლეი­მანმა საქართ­­ვე­­­ლო შუა­ზე ისე გაიყ­ვეს, რომ ქართველ მეფე-­მთავართათ­ვის არა­ფე­რი უკით­ხავთ.

ამ ურ­თუ­ლეს ეპო­ქა­ში ნა­ნატ­რი მშვი­დო­ბია­ნო­­ბით გა­მოირ­ჩეო­და კა­ხე­თი. ეს ლე­ვან მე­ფის (1520-­1574 წწ.) მოღ­ვა­წეო­ბის წლე­ბი იყო. სწო­რედ ამ დროს მის­მა მეუღ­ლემ, დე­დო­ფალ­მა თი­ნა­თინ გუ­რიელ­მა, კა­ხეთ­ში ჩა­მოაბ­რძა­ნა ხა­ხუ­ლის ყოვ­ლად­წმი­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტი და მის სა­ხელ­ზე დააარ­სა ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტე­რი.

თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნიე­რებს შო­რის არ­სე­ბობს აზ­რი, რომ ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტი, რო­მე­ლიც თი­ნა­თინ გუ­რიელ­მა კა­ხეთ­ში ჩა­მოაბ­რძა­ნა, გუ­რია­ში ტაო-კლარ­ჯე­თი­დან იყო გად­მოს­ვე­ნებუ­­ლი, თუმ­ცა არ არ­სე­ბობს ამ მო­საზ­რე­ბის დამა­მ­ტკი­­ცე­ბე­ლი რაი­მე წყა­რო. ისე­თი ცნო­ბი­ლი მკვლევარ-მეც­ნიე­რე­ბი კი, რო­გო­რე­ბიც არიან: პლა­ტონ იო­­სე­ლია­ნი, ადოლფ ბერ­ჟე, დიმიტრი ბაქ­რაძე, ან­დრეი მუ­რა­ვიო­ვი და ექ­ვთი­მე თა­ყაიშ­ვი­ლი აცხა­­დე­ბენ, რომ ახა­ლი შუამ­თის ხა­ხუ­ლის ღვთისმშო­ბე­ლი წარ­მოად­გენს გე­ლა­თის ხა­ხულის ღვთის­­მშობ­ლის ხა­ტის ასლს: „ამ [შუამთის] ხატის პი­რი გად­მო­ღე­ბუ­ლია თი­ნა­თინ დე­დოფლის დროს გე­­ლა­თის ხა­ხუ­ლის ღვთისმშობლის ხატიდან“ (ე. თა­­ყაიშ­ვი­ლი, „არ­ქეო­ლო­გიუ­რი მოგ­ზაურობანი და შე­ნიშ­ვნე­ბი“, წიგ­ნი 1, 1907 წ.). ამ­რიგად, ამ გა­მო­ჩე­ნი­ლ მეცნიე­რთა მო­საზრება­ზე დაყრდნო­ბით, ხა­ხუ­ლის კა­რე­დის და­კარ­გუ­ლი ხა­ტის ერ­­თა­დ­ერთ ას­ლად ახა­ლი შუამ­თის ხა­ხუ­ლის ღვთის­­მშობ­­ლის ხა­ტი მოიაზ­რე­ბა.

სწო­რედ ამი­ტომ ახა­ლი შუამ­თის ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტი ისე­თი­ვე დი­დი პა­ტი­ვით სარგებ­­­ლობდა კა­ხეთ­ში, რო­გორითაც გე­ლათის ხატი – და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. შუამთის მონასტ­რის მთა­­ვა­რი ტა­ძა­რი ღვთის­მშობ­ლის შობის სა­­ხელ­­ზეა აგე­ბუ­ლი, ისე­ვე რო­გორც გელათის მო­­ნას­ტ­რის მთა­ვა­რი ტა­ძა­რი. ახა­ლი შუამ­თის მო­­­ნას­­ტერს, ისე რო­გორც გე­ლა­თის მონასტერს, მო­ძ­ღ­ვართ-მოძ­ღვა­რი გა­ნა­გებ­და და ბო­ლოს, კა­ხე­თის მე­ფეე­ბი ისე­­ვე დი­დი სასოე­ბით მიმარ­თავ­დნენ ახა­ლი შუამ­თის ხა­ხუ­ლის ღვთისმშო­ბელს და ზრუ­ნავ­დ­ნენ მის მო­ნას­ტერ­ზე, რო­გორც გაერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დი­დი მე­ფეე­ბი მი­მარ­თავ­დნენ გე­ლა­თის ხა­ხუ­ლის ღვთის­მშო­ბელს და ამ­კობ­დნენ მის მო­ნას­ტერს.

 XVI საუკუნეში სა­მე­ფოე­ბად და­ყო­ფილ სამ­ხრეთ, და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლიე­რად ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლად წო­დე­ბუ­ლი ხა­ტე­ბის თაყ­ვა­ნის­ცე­მაც აერ­თია­ნებ­და.

 ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტერ­ში „ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტი ტა­ძარ­ში კან­კე­ლის წინ, მარ­ჯვე­ნა მხა­რეს იყო დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი“. თი­ნა­თინ დე­დო­ფალ­მა და ლე­ვან კახ­თა მე­ფემ ხა­ტი ძვირ­ფა­სი პე­რან­გით შე­მო­სეს – იგი ოქ­რო­თია მო­ჭე­დი­ლი და უხ­ვად შემ­კუ­ლი პა­ტიო­სა­ნი თვლე­ბით, ია­გუნ­­­­დე­ბით, ფი­რუ­ზე­ბით, ალ­მა­სე­ბი­თა და მარ­გალი­­ტე­ბით. ხატს ზურ­გზე აქვს 44 წმინ­და ნა­წი­ლი (უც­ნო­ბია, თუ რო­მე­ლი წმინ­და­ნე­ბი­საა ისი­ნი), მათ გარ­შე­მო კი ვრცე­ლი საქ­ტი­ტო­რო წარ­წე­რაა:

„ ჩრდი­ლოდ, მთად, კი­ბედ, კი­დობ­ნად და ტრა­პეზ-ბჭედ და კრძა­ლუად, კვერ­თხად აღ­ყვა­ვე­ბუ­ლად მო­გას­წა­ვებ­დეს შენ წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­ნი, ღვთი­სა დე­დაო, ქალ­წუ­ლო უბი­წოო, მე­ცა გქადა­­გებ ჭეშ­მა­რი­ტად ღვთის­მშობ­ლად, იე­სეს ძი­რით აღ­მოს­რუ­ლო ქალ­წუ­ლო, შენ­გან შო­ბილსა მეუფე­სა ეს­რეთ არ­ქვი: გიყ­ვარ თუ, ტკბი­ლო ძეო ჩე­­მო, ის­მი­ნე, მამ­კობ­სა ჩემ­სა მე­ფე­სა ლეონს და თა­­ნა-მეც­ხედ­რე­სა პატ­რონ­სა დე­დო­ფალ­სა თინა­­თინს ნუ დას­ჯი, რა­ჟამს გა­ნი­კით­ხვი­დე კაცთა. შე­ვამ­კე­ვით ხა­ტი ესე ხა­ხუ­ლი­სა ღვთის­მშო­ბე­ლი მე­ფო­ბი­სა ჩვე­ნი­სა წარ­სა­მარ­თე­ბე­ლად და სუ­ლი­სა ჩვე­ნი­სა სახ­სრად და ძე­თა ჩვენ­თა სად­ღეგ­რძე­ლოდ, ამინ. ამინ. ამინ".

ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ტა­ძა­რი აგუ­რი­თაა ნა­გე­ბი. ტა­ძა­რი აგე­ბის­თა­ნა­ვე მოუ­ხა­ტავთ. ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის სიუ­ჟე­ტე­ბი­სა და ცალ­კეუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის გვერ­დით ფერ­წე­რულ ან­სამ­ბლში ჩაურ­თავთ სა­მე­ფო ოჯა­ხის პორ­ტრე­ტი – მე­ფე ლე­ვა­ნი და დე­დო­ფა­ლი თი­ნა­თი­ნი უფ­ლის­წულ­თან ერ­თად.

მო­ნას­ტრის ეზოს ჩრდი­ლო-დას­ავლე­თით ოთხ­სარ­­თუ­ლია­ნი სამ­რეკ­ლო ამ­შვე­ნებს, რო­მე­ლიც ტაძ­­­­რის თა­ნად­როუ­ლია. თი­ნა­თინ დე­დო­ფალს გუ­რიი­დან ძი­ძა გა­მოჰ­ყო­ლია, რომ­ლის სახ­სრე­ბი­თაც XVI საუ­კუ­ნე­ში აუ­შე­ნე­ბიათ მო­ნას­ტრის სამ­რეკ­ლო.

თი­ნა­თინ დე­დოფ­ლის შემ­დეგ ახა­ლი შუამ­თის მო­­ნას­ტერს კა­ხე­თის მე­ფეე­ბის­გან ყუ­რად­ღე­ბა არ მო­ჰ­კლე­ბია.

მო­ნას­ტრის დაარ­სე­ბი­დან მცი­რე ხნის შემ­დეგ, XVI საუ­კუ­ნის მი­წუ­რულს, ლე­ვან მე­ფი­სა და თი­ნა­თინ დე­დოფ­ლის ასულს, თეკ­ლა მო­ნა­ზონს მთა­ვა­რი ეკ­ლე­სიის ჩრდი­ლოე­თით მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკ­­ვდე­რი აუ­შე­ნე­ბია და მის­თვის შე­წი­რუ­ლო­ბებიც უბო­ძე­ბია; თეკ­ლა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის დროს უნ­და და­მ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ტაძ­რის გარ­შე­მო­სავ­ლე­ლის მშე­­ნებ­ლო­ბაც. გარ­შე­მო­სავ­ლე­ლი შაჰ-აბა­სის შე­მო­სე­ვე­ბის დროს ძა­ლიან და­ზიან­და, XIX საუ­კუ­ნე­ში კი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ტაძ­რე­ბის რეს­ტავ­რა­ცია იმ­პე­რიუ­ლი ხა­სია­თით ტარ­დე­ბო­და და ერ­ქვა „санитарный уход за храмами“, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ის აღ­დგე­ნის ნაც­ვლად მთლია­ნად მოე­შა­ლათ (2018 წელს მო­ნას­ტრის კრე­ბულ­მა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროექტით, დაიწ­ყო ამ გარ­შე­მო­სავ­ლე­ლის აღ­დგე­ნა).

მოგ­ვია­ნე­ბით, მე­ფე თეი­მუ­რაზ I-ს 1637 წლის სი­გე­ლით ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის­თვის შეუ­წი­რავს ბა­ჟი იმ სა­ვაჭ­რო ქა­რა­ვან­თა­გან, რომ­ლე­ბიც გომ­ბო­რის გზას გაივ­ლიდ­ნენ. ერ­თი საუ­კუ­ნის შემ­დეგ, XVIII საუ­კუ­ნის მეო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ტა­ძა­რი მე­ფე ერეკ­ლე II-მ გა­ნაახ­ლა. ამის თაო­ბა­ზე მოგ­ვითხ­რობს ვრცე­ლი წარ­წე­რა, რო­მე­ლიც ტაძ­რის და­სავ­ლე­თის კა­რის თავ­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი:
„ქ. ეკ­ლე­სია ყოვ­ლად[წმი­დი­სა] შო­ბი­სა აღ­შე­ნე­ბუ­ლი სა­ნატ­რე­ლად ხსე­ნე­ბუ­ლის დე­დოფ­ლის თი­ნა­თი­ნი­სა დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი და დაქ­ცეუ­ლი და ლორ­ფი­ნიდ­გან გან­ძარ­ცუ­ლი კუა­ლად მე­ფე­მან სრუ­ლიად ქვე­მოი­სა სა­ქარ­თვე­ლოს­მან მეო­რე­მან ჰე­რაკ­ლიმ ბრძა­ნე­ბი­თა და სა­ფა­სი­თა წარ­გე­ბი­თა, გუმ­ბა­თით მო­კი­დე­ბით სამ­ხროე­ბით [გან­ვაახ­ლე]“.

მე­ფე-დე­დო­ფალ­თა ზრუნ­ვით მო­ნას­ტერს მდიდარი ბიბ­ლიო­თე­კაც ჰქონ­და. ახა­ლი შუამთის მონას­­­ტ­რის წიგ­ნთსა­ცავ­ში ინა­ხე­ბო­და მრავალი სიგელ-­გუ­ჯარი. გა­დამ­წე­რე­ბიც სწირავდნენ ხახულის ყოვ­­­ლადწმიდა ღვთისმშობელს თავის შრო­მას. დავით გა­რეჯის მო­­ნას­ტრის ბერს, მღვდელმონაზონ ნი­კო­ლოზ ვაჩნაძეს 1801 წელს გადაუ­წერია ანდრეა კრი­ტელის სიტყვა „შობისათვის დედოფლისა ჩვე­ნისა ღვთისმშობელი­სა, მა­რა­დის ქალწუ­ლისა მა­რიამისა“ და შუამ­თის მო­ნას­ტრის­თვის შე­უწი­რავს. გა­დამ­წე­რის ან­დერ­ძში ვკით­ხუ­ლობთ: „უზ­ღვნენ სამ­ღთოდ ევ­ლო­გიად მო­ნას­ტერ­სა შუამ­თი­სა­სა ეკ­ლე­სია­სა ყოვ­ლად­წმი­დი­სა შო­ბი­სა­სა, რო­მე­ლი­ცა ჰბრწყი­ნავს და სა­ჩი­ნოებს შუა ოდენ კა­ხეთს“. ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტრის კუთ­ვნი­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი დღეს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში ინა­ხე­ბა.
ღვთის­მშობ­ლის შო­ბის მთა­ვარ ტა­ძარში განისვე­­ნებს მო­ნას­ტრის აღ­მშე­ნე­ბე­ლი დედოფალი თი­­ნა­­თი­ნი, რო­მე­ლიც, საეკლესიო გად­მოცემის თა­ნა­ხ­­­­მად, ამა­ვე მო­ნას­ტერში შემონაზ­ვნდა. XIX სა­­­უ­­კუ­ნე­­ში ახა­ლი შუამთის მო­ნას­ტრის მთავარ ტაძარში და­იკ­რძალა გარსე­ვან ჭავჭავაძის მეუღ­ლე მა­რიამ ავალიშვილი-ჭავჭავაძისა, შემდეგ კი ჭავ­ჭავაძეთა ოჯახის სხვა წარმომადგენლე­ბი: პოე­ტი და სა­ზო­გადო მოღვაწე ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძე, მი­­სი ძე დავით ჭავ­ჭავა­ძე მეუღ­ლეს­თან – ანა ბაგ­რატიონ-ჭავჭავა­ძეს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ქართლ-კახე­თის ბო­ლო მე­ფის გიორ­გი XII-ის შვი­ლიშვილი იყო.

ჭავ­ჭა­ვა­ძეე­ბის გარ­და, თავადაზნაურთაგან ტა­ძარ­ში დაიკ­რძალ­ნენ სარ­­დიონ ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი და მი­სი მეუღ­ლე სო­ფიო ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი.

1899-1900 წლებ­ში ახა­ლი შუამ­თის მო­ნასტერში აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შაოე­ბი ჩაა­ტა­რა მა­შინ­დელმა ალა­ვერ­დელ­მა მღვდელ­მთა­ვარ­მა, წმინდა კირი­­ონ­მა (სა­ძაგ­ლიშ­ვილი, შემდგომში სრულიად სა­­­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატრიარ­ქი, მღვდელმო­­წა­მე). დაიგო მთა­ვარი ტაძრის ია­­ტაკი, გა­ი­­წ­მინ­და ეგზარხოსების დროს შეთეთრებული მხატ­ვრობაც. ასე­­ვე გაიწ­მინდა და გა­ნახლდა მონასტრის აღ­მშე­ნებ­ლის, თინათინ დე­დოფლის სა­მარ­ხი. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ამბავთან დაკავშირებით არ­სე­ბობს წმინ­­და კი­რიო­ნის გან­ჩი­ნე­ბა:

 „1899 წელ­სა 9-ს ენ­კე­ნის­თვეს გა­და­ვი­ხა­დეთ პა­ნა­შ­ვი­დი შუამ­თის მო­ნას­ტრის აღ­მშე­ნებ­ლის კა­ხე­თის დე­დოფ­ლის თი­ნა­თი­ნის სუ­ლის მო­სახ­სე­ნებ­ლად და გან­ვა­წე­სეთ: ამიე­რით­გან ყო­ველს წე­ლი­წადს ძმა­ნი ამა მო­ნას­ტრი­სა­ნი ას­რუ­ლე­ბენ წირ­ვას და პა­ნაშ­ვიდს 9-ს ენ­კე­ნის­თვეს. ღმერ­თ­მან ჰკით­ხოს იმას, ვინც ეს დად­გე­ნი­ლე­ბა გა­დააგ­დოს და არ შეას­რუ­ლოს“.

თით­ქმის ერ­თი საუ­კუ­ნის შემ­დეგ ეს წე­სი ახა­ლი შუამ­თის გა­ნახ­ლე­ბულ მო­ნას­ტერ­ში აღად­გი­ნა აბბა ალა­ვერ­დელ­მა მიტ­როპო­ლიტ­მა და­ვით­მა. ტაძრის დღე­სას­წაუ­ლი 8/21 სექ­ტემ­ბერს – ყოვ­ლადწმი­და ღვთის­მშობ­ლის შო­ბის დღეს აღი­ნიშ­ნე­ბა; მეო­რე დღეს, 9/22 სექ­ტემ­ბერს კი აღესრულება მო­ნას­ტრის აღ­მშე­ნებ­ლის, დე­დო­ფალ თი­ნა­თი­ნის სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი წირ­ვა-ლოც­ვა, რომელიც წმინდა კი­რიო­ნის მიერ არის და­წე­სე­ბუ­ლი.

 

                                  ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტრის გა­ნახ­ლე­ბა

 

1926 წელს ბოლ­შე­ვი­კურ­მა მთავ­რო­ბამ და­ხურა ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტე­რი, გან­დევ­ნა აქ მოღ­ვა­წე ბე­რე­ბი, ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტი კი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზეუმ­ში გა­დაი­ტა­ნეს. 1927 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ მო­ნას­ტერ­ში დასასვენებელი სახლი გახსნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალ შუამთაში სკოლამდელი ასაკის უპატრონო ბავ­შვთა სახ­ლი ფუნქციონირებდა, მო­გ­ვია­ნე­ბით კი, XX საუ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში, მის ტურ­ბა­ზად გა­და­კე­თე­ბას აპი­რებ­დნენ.

70-წლია­ნი ათეის­ტუ­რი რე­ჟი­მის შემ­დეგ მხო­ლოდ 1990 წელს დაუბ­რუნ­და ახა­ლი შუამ­თის ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობ­ლის მო­ნას­ტე­რი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ციქუ­ლო ეკ­ლე­სიას. ეს ის­ტო­რიუ­ლი სა­მარ­თლია­ნო­ბის აღ­დგე­ნა იყო – ღვთის სახ­ლში გა­ნახ­ლდა ღვთი­სად­მი სა­ვედ­რე­ბე­ლი წირ­ვა-ლოც­ვა.

აბ­ბა ალა­ვერ­დე­ლ მიტ­რო­პო­ლი­ტ და­ვი­თის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, 1995 წლი­დან ახალ შუამთაში დე­­და­თა მო­ნას­ტე­რია. ის, რაც აქ მო­სულ მონაზვნო­ბის მსურ­ვე­ლებს დახ­ვდათ, შეიძ­ლე­ბა დავა­ხა­­­სი­ა­თოთ ბიბ­ლიის სიტ­ყვე­ბით – „სა­ძაგელი მო­ოხ­რებისა“: დან­გრეუ­ლი შე­ნო­ბე­ბი, გა­ვერანებუ­ლი გარემო, ხა­ტე­ბი­სა და სიწ­მინ­დეე­ბის­გან დაც­ლილი მონას­­­ტე­რი. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო მონაზვნუ­­რი ტრა­დი­ციის აღ­დგე­ნა, ვი­ნაი­დან ის მემ­კ­ვი­დ­­რეო­ბას ემ­ყა­რე­ბა, მო­ნას­ტერ­ში კი ათ­წლე­უ­­ლე­ბის გან­მავლობაში შეწ­ყვე­ტი­ლი იყო სა­მო­­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბა. ღვთის შეწევნით, აღდგა ღვთის­მსა­ხურება და სამონაზვნო ტრადიცია.

♦ 2002 წელს დაიწყო და 2005 წელს გასრულდა მონასტრის მფარველი ხახულის ღვთისმშობლის ახალი ხატის შექმნა და შემკობა. ისტორიული ხატის ზურგზე, რომელიც გასაბჭოების შემდეგ ხელოვნების მუზეუმშია დაბრძანებული, 44 წმინდა ნაწილია. ახალი ხატი ზედმიწევნით იმეორებს დედანს და დღეს მის ზურგშიც 44 წმინდა ნაწილია დავანებული;
♦ 2014 წელს დაიწერა და შეიმკო შუამთის მაცხოვრის ხატი, რომლის დედანიც ასევე ხელოვნების მუზეუმშია დაბრძანებული. მაცხოვრის ხატიც ზედმიწევნით იმეორებს დედანს და მის ზურგში, ისე როგორც დედანი ხატის ზურგში, 58 წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული.
ორივე ხატის ზურგზე ჭედურობით შესრულებული ახალი საქტიტორო წარწერებია.

♦ ასევე განსაკუთრებული მოვლენა იყო, 2013 წელს შუამთიდან ბოლშევიკების მიერ განდევნილი მამების, იღუმენ ნიკოლოზისა (მიქელაძე) და არქიმანდრიტ ოსების (ლაგაზიშვილი) დაბრუნება-გადმოსვენება მონასტერში.

 მფარველი ხატების მობრძანებას მონასტერში უკავშირდება ყველა შემდგომი მნიშვნელოვანი საქმე.
♦ 2007 წელს მონასტერმა შემოიმტკიცა ისტორიული, ე.წ. „ხატის ტყე“, რომელიც 200 ჰექტარს შეადგენს. ეს ტყე სწორედ ამით გადაურჩა გაჩანაგებას. ტყეში, შუამთის მონასტერთან ახლოს, განმხოლოებული ნამონასტრალები, ე.წ. სკიტები - კელიები მდებარეობს (მონაზონთა საცხოვრებლები მცირე ზომის ეკლესიებით), რომლებიც 2006 წელს აღდგა;
♦ მოეწყო მონასტრისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციები (წყალი, ელექტროგაყვანილობა, საკანალიზაციო სისტემები, ბუნებრივი აირი);
♦ მონასტრის ტერიტორიაზე, აუცილებლობის გამო, 2000 წელს ძველი ვაგონების გამოყენებით აშენდა წმინდა გიორგის კელია;
♦ აღდგა ქვის ისტორიული გალავანი მთავარი ტაძრის ეზოს მთელ პერიმეტრზე;
♦ ტაძრის ეზოში ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები იმისთვის, რომ მოწყობილიყო სარინელი;
♦ გაიწმინდა და პირვანდელი სახით აღდგა ტაძრის ფასადი, გამოიცვალა სახურავი და სარკმელები;
♦ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროექტით აღდგა ტაძრის ისტორიული და ფუნქციურად აუცილებელი ნაწილი _ სტოვა, რომელიც შაჰ-აბასის შემოსევების დროს დაზიანდა და შემდგომში სრულად დაინგრა;
♦ მონასტრის მთავარ ტაძარში ჩატარდა არქეოლოგიური კვლევა; ათწლეულების მანძილზე ვანდალური წარწერებით აჭრელებული ცემენტის შელესილობა შეიცვალა კირის შელესილობით; გაიწმინდა უნიკალური კედლის მხატვრობა. მიმდინარეობს სამუშაოები ტაძრის კანკელისა და ახალი იატაკის მოსაწყობად.
♦ ჩატარდა ისტორიული სამრეკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოები: გამაგრდა, გაიწმინდა და პირვანდელი სახით აღდგა მისი ფასადი.
2018 წელს მონასტრის ძალებით დასრულდა სამრეკლოს შიდა სივრცეების აღდგენა-რეაბილიტაცია და იქ მონასტრის სამუზეუმო სივრცე მოეწყო;
♦ განხორციელდა ტაძრის ეზოში მდგომი ისტორიული ნაგებობის და ასევე ისტორიული საწინამძღვრო სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია;
♦ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროექტით დაიწყო მონასტრისთვის აუცილებელი ახალი ნაგებობების მშენებლობა ისტორიული შენობების ადგილას.

♦ 2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროექტით კედლის მხატვრობის რესტავრაციის პირველ ეტაპზე ჩატარდა შემდეგი სახის კვლევითი სამუშაოები:  ბიოლოგიური, ქიმიური და სახელოვნებათმცოდნეო. ხოლო შემდგომ მეორე ეტაპზე შესრულდა შემდეგი სახის საკონსერვაციო - სარესტავრაციო სამუშაოები:

1. მტვრისაგან მხატვრობის გაწმენდა.

2. გაფხვიერებული შელესილობის გამაგრება.

3. ქიმებისა და ნაკლული ადგილების შევსება ავთენტური მასალით.

4. ქიმებისა და ნაკლული ადგილების ჩანაცვლება ავთენტური მასალით.

5. კედლიდან მოცილებულ - გამოფუყულ ადგილებში ჰიდრავლიკური ხსნარის ჩასხმა-ინექცია.

6. დაშლილი გაფხვიერებული საღებავის ფენის გამაგრება.

7. საღებავის აქერცლილი ფერის გამაგრება მიუთოების მეთოდით.

8. გამომარილების მოცილება.

9. ბზარების შევსება და გამაგრება.


მონასტერში უპირველესი ადგილი, რა თქმა უნდა, უჭირავს ღვთისმსახურებას. უნდა აღინიშნოს, რომ ღვთისმსახურების ნაწილია ადამიანების სულიერი დახმარება და შეწევნა, ვინაიდან მონასტერი „სულთა სამზრუნველოა". სულიერი შრომა დაფარულში რჩება და საცნაურია მხოლოდ ღვთისთვის. დღეს მონაზონთა შინაგანი ცხოვრების თანამდევია უღმერთო რეჟიმის მიერ გავერანებული გარემოსა და შენობა-ნაგებობების – ხილულისა და მატერიალურის შექმნა-აღდგენა, რომელიც ღვთის დიდი შეწევნით ხდება შესაძლებელი. სწორედ ეს დარჩება ამ ხილულ სამყაროში იმისთვის, რომ კიდევ მრავალი სული ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა გადარჩეს ცათა სასუფევლისთვის.

 

 

შუამ­თელი მამების დაბრუნება - გადმოსვენება

 

ახა­ლი ხა­ტე­ბის მობ­რძა­ნე­ბას­თან ერ­თად, განსა­­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შუამ­თე­ლი დევნილი ბე­რე­ბის მო­ნას­ტერ­ში გად­მოს­ვე­ნე­ბა. 2013 წლის 22 მაისს ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტერ­ში და­ბ­რუნ­დნენ ბოლ­შე­ვი­კე­ბის მიერ დევ­ნი­ლი შუამთე­­ლი მა­მები: მო­ნას­ტრის ბო­ლო წინამძღვარი, იღუ­­მე­ნი ნი­კო­ლო­ზი (მი­ქე­ლა­ძე) და მი­სი სულიერი შვი­ლი, არ­ქი­მან­დრი­ტი იო­სე­ბი (ლა­გა­ზიშ­ვი­ლი).  

 1926 წელს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მითითებით ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტრი­დან გან­დევ­ნეს იქ მო­ღ­ვა­წე ბე­რე­ბი და მათ შო­რის ორი გა­მორ­ჩეუ­ლი ღვთის­მსა­ხუ­რი: იღუ­მე­ნი ნი­კო­ლო­ზი (მი­ქე­ლა­ძე) და მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი იო­სე­ბი (ლა­გა­ზიშ­ვი­ლი).

იღუ­მე­ნი ნი­კო­ლო­ზი (ერ­ში ნი­კო­ლოზ მი­ქე­ლა­ძე) 1854 წელს თა­ვა­დის ოჯახ­ში დაი­ბა­და. წე­რა-კითხ­ვა, საღ­ვთო წე­რი­ლი, გა­ლო­ბა და საეკ­ლე­სიო ტი­­პიკო­ნი გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­ში ის­წავ­ლა. 1986 წლი­­დან იგი ცხოვ­რობ­და ახა­ლი შუამ­თის მო­ნასტერ­ში, სა­დაც 1893 წელს მო­ნაზ­ვნად აღიკ­ვეცა და სა­ხე­ლად ნი­კო­ლო­ზი ეწო­და. აღ­კვე­ცი­დან მეორე დღეს მას მღვდლად დაას­ხეს ხე­ლი და იმა­ვე წელს და­ნიშ­ნეს ალა­ვერ­დი­სა და შუამ­თის მო­ნას­ტრე­ბის ხა­ზი­ნად­რად. რო­გორც საუ­კე­თე­სო მგა­ლობე­­ლი, თა­ვი­დან იგი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მონასტ­რის მგა­ლო­ბელ­თა გუნდს. მა­მა ნი­კო­ლოზმა, რო­­გორც შუა­მ­თის მო­ნას­ტრი­სა და ალა­ვერ­დის ტაძ­­რის ხა­ზი­ნა­დარ­მა, დი­დი შრო­მა გას­წია ორი­ვე მო­­ნას­ტ­რის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის საქ­მე­ში. მი­სი ღვაწ­­ლი მრა­ვა­ლი საეკ­ლე­სიო და სა­მე­ფო ჯილ­დო­თი აღი­ნიშ­ნა.

უღ­მერ­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ღვაწ­ლმო­სი­ლი ბე­რი, იღუ­მე­ნი ნი­კო­ლო­ზი 72 წლის ასაკ­ში გან­დევ­ნა იმ მო­ნას­ტრი­დან, რო­მელ­შიც მან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ღვთის სიყ­ვა­რუ­ლით იმ­სა­ხუ­რა. 

1926 წლის 10 აგვისტოს იღუმენი ნიკოლოზი ალავერდელ ეპისკოპოს მელქისედეკს სწერდა:

„შუამთის მონასტრის შავი წოდების ძმობა, ბერები, მენშევიკური მთავრობის მიერ მონასტრის მამულის ჩამორთმევის შემდეგ, დავრჩით მონასტერში ხუთი სული ბერები, რომელთაც ჯერ მენშევიკურმა და შემდეგ საბჭოთა მთავრობამ ჩვენ, როგორც მოხუცებულებს, დაგვიტოვეს საზრდოდ სიკვდილამდე, წისქვილიდან სარგებლობის უფლება, როგორც ჩვენი ძმობის მიერ შეძენილი და გაკეთებული წისქვილი, და აგრეთვე საქონელი, უღელი კამეჩი და ორი ძროხა, რომლითაც ვსარგებლობდით აქამომდე. დღეს შუამთაში დაარსდა ყველასთვის სასარგებლო დაწესებულება, დასასვენებელი ბინა. ჩვენც იმედნეული ვიყავით, არ მოგვეშლებოდა თავშესაფარი ბინა, და უკანასკნელი საზრდო, და დავრჩებოდით, როგორც დღემდე, მომვლელად და სისუფთავის დამცველად ამ ძველი ნაშთისა. მიუხედავად ზემო მოხსენებისა, ათ ივლისს აიწერა ყოველივე, დაიკეტა ეკლესია, აღგვეკრძალა წისქვილიდან საზრდოს მიღება, ჩამოგვერთვა საქონელი და სხვა. შემდეგ თხუთმეტი დღისა გამოგვეცხადა მთავრობის მიერ ათი დღის განმავლობაში დაგვეტოვებია და განვშორებულიყავით მონასტერს. ჩვენ ყველანი მოხუცებულობაში მყოფნი უმეტესად ორი, 74-72 წლისანი, ყოველ ძალღონეს მოკლებულნი და დაავადებულნი, აღარ ვიცით, რა გზას დავადგეთ. კვალად ვითხოვთ ადგილობრივ მთავრობასთან, უკეთუ მონასტერში აღარ შეიძლებოდა ჩვენი დარჩენა, საზრდო მაინც არ ჩამოერთმიათ, ჩვენივე ნაშრომი, შეძენილი წისქვილიდან, მაგრამ არ იქნა შეწყნარებული ჩვენი თხოვნა და ოთხი აგვისტოდან ჩვენც გავშორდით მონასტერს".

 მამა ნიკოლოზი იძულებული გახ­და შუამ­თის მო­ნას­ტრის სა­წი­ნამძღვრო ეკლე­­სია­ში, სო­ფელ რუის­პი­რის წმინდა ნიკოლო­ზის ტა­ძარ­ში გა­და­სუ­ლი­ყო; დევ­ნილ მა­მა ნი­კო­ლოზს არც იქ შეუწ­ყვე­ტია ხალ­ხის მსა­ხუ­რე­ბა და რო­გორც რი­გი­თი მღვდელ­მსა­ხუ­რი, ისე აღას­რუ­ლებ­­და საეკ­ლე­სიო წესს. იგი 1929 წლის 9 ნოემ­ბერს გარ­დაიც­ვა­ლა 75 წლის ასაკ­ში.
მიუ­ხე­და­ვად დევ­ნი­სა, მის დაკ­რძალ­ვას მრა­ვა­ლი სა­სუ­ლიე­რო პი­რი და მორ­წმუ­ნე ადა­მია­ნი დაეს­წრო. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის წე­სი შეას­რუ­ლა
ცნობილ­მა სა­სუ­ლიე­რო პირ­მა, დე­კა­ნოზ­მა ეპიფა­ნე ჯაოშვილ­­მა. მა­მა ნი­კო­ლო­ზი დაკ­რძა­ლეს სოფელ რუისპი­­რის სა­საფ­ლაო­ზე, რო­მე­ლიც ის­ტო­რიულად ახა­ლი შუამ­თის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის კუთ­­ვ­ნი­ლე­ბა იყო. საფ­ლავ­ზე ეპი­ტა­ფიის ქვა მისმა სუ­ლიერ­მა შვილ­მა, მა­მა იო­სებ ლაგაზიშვილ­მა და­დო, რო­მე­ლიც იღუ­მენ ნი­კო­ლოზ­თან ერ­თად გან­დევ­ნეს შუამ­თის მო­ნას­ტრი­დან.

მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი იო­სებ (ერის­კა­ცო­ბა­ში იოა­ნე) ლა­გა­ზიშ­ვი­ლი 1878 წლის 13 ნოემ­ბერს დუ­შე­თის მაზ­რის სო­ფელ ტონ­ჩა­ში დაი­ბა­და. წე­რა-კითხვა, წმინ­და წე­რი­ლი, გა­ლო­ბა და საეკ­ლე­სიო ტიპი­კო­­ნი მან შუამ­თის მო­ნას­ტერ­ში ის­წავ­ლა. 1902 წლი­­დან იგი შუამ­თის მო­ნას­ტრის საძ­მოს წევრი იყო. აქ­ვე 1904 წელს იღუ­მენ­მა ნი­კო­ლოზმა აღკვე­ცა მო­ნაზ­ვნად და უწო­და სა­ხე­ლი იო­სე­ბი. 1911 წელს მას მღვდლად დაას­ხეს ხე­ლი. ახალ­გაზ­რდა მღვ­დელ­მო­ნა­ზონს მორ­ჩი­ლე­ბი­სა და ღვთის­მო­საო­ბის გა­მო დი­დად აფა­სებ­და მო­ნას­ტრის ძმო­ბა.

1927 წელს მა­მა იო­სე­ბი მა­მა ნი­კო­ლოზ­თან და სხვა ძმებ­თან ერ­თად გაა­სახ­ლეს მო­ნას­ტრიდან. რეპ­­რე­სიე­ბის, დახ­ვრე­ტე­ბი­სა და უსას­ტი­კე­სი დევნის ეპო­ქა­ში მო­ნას­ტრი­დან გან­დევ­ნილ მამებს ერთად და­სახ­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. მამა იო­­სე­­ბი სო­ფელ ახა­ტელში, სავარაუდოდ,  ნა­თე­სავ­თან და­­­სახლ­და და აქე­დან აქ­ცევ­და ყუ­რად­ღე­ბას სოფელ რუ­ი­ს­პირ­ში მყოფ თა­ვის მხცო­ვან მოძღვარ მა­მა ნი­კო­ლოზ მი­ქე­ლა­ძეს. მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი იო­სე­ბი ალა­­ვერ­დე­ლ ეპის­კო­პოს მელ­ქი­სე­დე­კის (ფხალა­­­ძე) ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ახა­ტე­ლის მაც­ხოვ­რის ამა­ღ­­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სიის წი­ნამ­ძღვრად და­ად­გი­ნეს.

თა­ვი­სი მო­ნაზ­ვნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ბერ­მა იო­სებ­მა შეძ­ლო ათეის­ტი კო­მუ­ნის­ტე­ბის­გან შე­შინე­­ბუ­ლი და და­ფან­ტუ­ლი მრევ­ლის შე­მოკ­რე­ბა; ის თავ­და­დე­ბით აღას­რუ­ლებ­და მას­ზე და­კისრებულ სამ­ღვდე­ლო მო­ვა­ლეო­ბას. აი, რას წერდნენ მას­ზე 1934 წელს წმინ­და სი­ნო­დის წევრი სასულიე­რო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ალა­ვერდის ეპარქიაში სა­­რე­ვი­ზიოდ იყ­ვნენ ჩამო­სუ­ლე­ბი: „ნანა­ხი სამღვ­დე­ლო­­ე­ბი­დან ჩვენ­ზე ძლიერ კარ­გი შთა­ბეჭდილება მო­­ახ­დი­ნა ახატე­ლის მაც­ხოვ­რის ამაღლე­­ბის სა­ხე­­­ლო­­ბის ეკლესიის წინამძღვარმა იო­­სებ­­მა (ლაგა­­ზი­შ­ვი­­ლი). სამ­წუხაროდ, დროის უქონლობის გა­­მო მი­სი ეკ­ლე­სია ვერ ვნახეთ, მაგრამ ის სულ ჩვენ­­თან იყო მთე­ლი მოგზაურობის დროს. მიუ­ხე­და­ვად მო­ნას­ტრული აღ­ზრდი­სა, მას კარგი გა­­ნათლე­ბა მიუ­ღია. აქვს იდეა­ლუ­რი ურთიერთო­­ბა სამ­რევ­ლოს­თან და გა­მოირ­ჩევა სიფ­ხიზ­ლით, სი­დინჯით, თავ­დაჭერი­ლო­ბით მსჯე­ლო­ბა­ში, ღვთის მსა­ხურე­ბა­ში, სმა-ჭა­მა­ში და საერ­თოდ, სახის გა­­მო­­მეტ­ყვე­ლე­ბა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის სრუ­ლი მღვ­დ­ლის იდეა­ლი­სა“.

1935 წელს მა­მა იო­სებს არ­ქი­მან­დრი­ტის წო­დე­ბა მიე­ნი­ჭა.

XX საუ­კუ­ნის 30-ია­ნი წლე­ბის ბო­ლოს კო­მუ­ნის­ტებ­მა ახა­ტე­ლის ეკ­ლე­სიაც და­ხუ­რეს და მა­მა იო­­სე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მხო­ლოდ სამ­ღვდელო წე­­სე­ბი შეეს­რუ­ლე­ბი­ნა მორ­წმუ­ნე­თათ­ვის. იმჟამად მთელ ეპარ­ქია­ში მხო­ლოდ თე­ლა­ვის ღვთაე­ბის ტა­ძა­რი იყო მოქ­მე­დი, სა­დაც რიგრიგო­ბით აღას­რუ­ლებ­დნენ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი და მათ შო­რის არ­ქი­მან­დრი­ტი იო­სე­ბიც. მა­მა იო­სე­ბი გარ­დაიც­ვა­ლა 1956 წლის გა­ზაფ­ხულ­ზე 77 წლის ასაკ­ში და დაიკ­რძა­ლა ახა­ტე­ლის ამაღ­ლე­ბის ეკ­ლე­სიის მთა­ვარ შე­სას­ვლელ­თან. საფ­ლავ­ზე იდ­გა მარ­მა­რი­ლოს ქვა წარ­წე­რით: „ბე­რი იო­სებ ლა­გა­ზიშ­ვი­ლი, გარ­დაიც­ვა­ლა 1956 წელს“. ქვე­ვით იკით­ხე­ბა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წარ­წე­რა: „მი­შა პა­პა­ლა­შ­ვი­ლის­გან“. ერის ადა­მია­ნის ასეთი პა­ტი­ვის­ცე­მით გან­მსჭვა­ლულ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, რაც იმ ეპო­ქა­ში აღ­მსა­რებ­ლო­ბის ტოლ­ფა­სი იყო, შე­მო­გ­ვი­ნა­ხა მოღ­ვა­წე მა­მის საფ­ლა­ვი.

აქ­ვე უნ­და ვთქვათ თე­ლა­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ნი­ნო კუ­ხია­ნი­ძის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ღვთის­მო­ში­შე­ბით შეი­ნა­ხა მა­მა ნი­კო­ლოზ მი­ქე­ლა­ძის ხე­ლით ­ნა­წე­რი რვეუ­ლი – „მო­გო­ნე­ბა შუამ­თის მო­ნას­ტერ­ზე 1886-1910 წწ.“, რო­მელ­შიც მა­მა ნი­კო­ლო­ზი აღ­წერს იმ პერიოდის შუამ­თი­სა და ალა­ვერ­დის მო­ნას­ტრე­ბის ყო­ფას. ამ რვეუ­ლის გად­მო­ცე­მამ აღ­ძრა სურ­ვი­ლი მო­ნას­ტრის კრე­ბულ­ში, მოგ­ვე­ძებ­ნა და გად­მოგ­ვეს­ვე­ნე­ბი­ნა შუამ­თე­ლი მა­­მე­ბი მშობ­ლიურ მო­ნას­ტერ­ში.

მა­მა იო­სებ ლა­გა­ზიშ­ვი­ლის საფ­ლა­ვის გახსნის დღეს იღუ­მენ­მა და­ვით­მა (თო­დუა) ახა­ლი შუამთის მო­ნას­ტერს გა­დას­ცა ფსალ­მუნ­თა წიგნი, რო­მე­ლიც  ეკუთ­ვნო­და, ჯერ შუამთელ ბერს ილარიონ ჩოლოყაშვილს, შემდეგ კი, ის წინამძღვრისგან გამოითხოვა ბერმა იო­სებმა. წიგ­ნზე არის ანდერძ - მი­ნა­წე­რები, რო­მე­ლიც კი­დევ უფ­რო მე­ტად წარ­მოა­ჩენს შუამთელი ბერების ღირ­სე­ბას. მღვდელმონაზონ ილარიონ ჩოლოყაშვილის მიერ გაკეთებულია შემდეგი მინაწერი:

„ეს დავითნი ეკუთვნის იერო მონახს ილარიონს და არის საკუთარი ჩემი. ვინც მოიპაროს ამ წმინდა დავით წინასწარმეტყველმა კითხოს მეორედ მოსვლისას წინაშე ქრისტესა. რომელსა მონასტერსა ავღსრულდე იმ მონასტრისათვის შემიწირავს ჩემის სულის საოხარი“. შემდეგი მინაწერი გვაუწყებს, რომ  მამა ილარიონი ახალი  შუამთის ტაძრის ეზოშია დაკრძალული: „აღსრულდა შუამთის მონასტერში 1905 წელს. დასაფლავებულია ტაძრის აღმოსავლეთ-სამხრეთის კუთხის გასწვრივ".

მღვდელმონაზონი იოსები კი იმავე წიგნზე შემდეგ მინაწერს აკეთებს: 

 „წიგ­ნი ესე და­ვით­ნი, წმი­და­თა ფსალ­მუნ­თა წე­რილ­­ნი, შემ­დგო­მად აღ­სრუ­ლე­ბი­სა პა­ტიო­სა­ნი მხცო­ვა­ნი მღვდელ მო­ნა­ზო­ნი ილა­რიო­ნი­სა, გავ­ბე­დე და ვთხო­ვე ყოვ­ლად ღირ­სეულს იღუ­მენს (კაზ­ნა­ჩეი შუამ­თის მო­ნას­ტრი­სა) ნი­კო­ლოზს, რა­თა ჩემ­თვის მოე­ცა, რაც შე­მის­რუ­ლა თხო­ვა ჩე­მი, გად­მომ­ცა და თან მით­ხრა: აბა შენ იცი, გაუფ­რთხილ­დი და კე­თი­ლად მოიხ­სე­ნებ­დი მ. ილა­რიონ­საო. მეც უფ­რთხილ­დე­ბი და ვცდი­ლობ აღ­ვას­რუ­ლო მი­­სი ჩემ­და­მო და­ვა­ლე­ბა. წიგ­ნის მო­ცე­მი­სათ­ვის ვარ მად­ლიე­რი მი­სი. ვით­ხოვ უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იე­სო ქრის­ტეს­გან ულ­ხი­ნოს სულ­თა მათ ორ­თა­ვეს. ამინ.
თქვენ­ცა მხილ­ველ­თა და ვი­საც გსურთ წარკით­ხ­ვად და მი­ღე­ბად მის­გან სუ­ლიე­რისა საზრდელისა, გე­ვედ­რე­ბით ეკ­რძალებოდეთ წიგ­ნსა ამას, რა­­თა არა უდე­ბე­ბი­სა და უკრძალველობისათვის და­­ი­სა­ჯ­ნეთ, და­გიც­ვათ ღმერ­თმან. ამინ.
მი­წა, ნა­ცა­რი და ჭია უსუ­სუ­რი იო­სე­ბი“.

მამა ნიკოლოზის და მამა იოსების დაკრძალვის ადგილის შესახებ ისევ ფსალმუნთა წიგნზე გაკეთებული ანდერძ-მინაწერები გვაუწყებს: „მამა ნიკოლოზი დასაფლავებულია რუისპირის გაუქმებულ სასაფლაოზე. მამა იოსები (ლაგაზიშვილი) ახატელის სამების წინ დასავლეთით".

დღეს ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტრის ტაძ­რის ეზო­ში, შუამ­თე­ლი მამების საფ­ლა­­ვებზე აღმართულ ჯვრებს წმინდა სახარე­ბის სი­ტყვები ამშვენებს და მა­თი ცხოვ­რე­ბის გვირ­გვინ­ზე მეტ­ყვე­ლებს. მა­მა ნი­კო­ლო­ზის საფ­ლა­ვის ქვა­ზე ვკით­ხუ­ლობთ: „ნე­ტარ იყ­ვნენ დევ­ნულ­ნი სი­მარ­თლი­სათ­ვის, რა­მე­თუ მა­თი არს სა­სუ­ფე­ვე­ლი ცა­თა“, მა­მა იო­სე­ბის საფ­ლა­ვის ქვა­ზე კი: „გი­ხა­რო­დენ და მხია­რულ იყ­ვე­ნით, რა­მე­თუ სას­ყი­დე­ლი თქვე­ნი დიდ არს ცა­თა ში­ნა“.

 

 

                                     

 

 

 

                         

 

 

 

 

                                                 

 

 

                                               

               

 

 

 

 

logo

ხახულის ღვთისმშობლის ახალი შუამთის მონასტერი

  • მთავარი
  • ისტორია
  • კონტაქტი
  • shuamta.convent@gmail.com
  • www.shuamta.ge
ყველა უფლება დაცულია @ 2019
  • შექმნილია იდია დიზაინ ჯგუფში